← ყველა ვაკანსია

მასაჟისტი

Greenwood Hotel · ბათუმი

სასტუმრო "GreenWood Hotel&Spa" აცხადებს ვაკანსიას მასაჟისტის პოზიციაზე. დასაქმების ტიპი - გამოძახებით ანაზღაურება - საბონუსე სამუშაო ადგილი - ქ. ბათუმი, ბოტანიკური ბაღი, ბაღის I შესახვევი, N 3. ფუნქცია-მოვალეობები: ** სხეულის სარელაქსაციო და მასაჟების გაკეთება; ** სახის სხვადასხვა პროცედურების გაკეთება; ** პროცედურების დროს გამოყენებული ინვენტარის, პროდუქციის და სივრცის მოწესრიგება; ** სტუმრების კონსულტაცია პროდუქციისა და პროცედურების შესახებ; ** ჰიგიენის ნორმების დაცვა და სასტუმროს მიერ დადგენილი სტანდარტებით მუშაობა; ** სასტუმროს სპა სივრცეში ხარისხიანი მომსახურების უზრუნველყოფა; ** უზრუნველყოს მომსახურების ხარისხის დაცვა, პროცედურების დროული ჩატარება და დროული მომსახურების გაწევა; მოთხოვნები: ** აუცილებელია აღნიშნულ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ** ინგლისური ან/და რუსული ენების ცოდნა ** თანამშრომელს უნდა გააჩნდეს პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა, ეფექტური კომუნიკაციის უნარი, ორგანიზებულობა, სერვისზე/მომსახურებაზე ორიენტირებულობა. შერჩევის ეტაპები: 1. განაცხადების გადარჩევა 2. გასაუბრება დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr@greenwood.ge გთხოვთ, სათაურში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება - "მასაჟისტი". დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან. გისურვებთ წარმატებას! "თქვენ მიერ გამოგზავნილი განაცხადი/CV/რეზიუმე შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის პერსონალურ მონაცემებს. თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავებაზე პასუხისმგებელ პირად განისაზღვრება შპს "გრინვუდ ჰოტელ". გაცნობებთ, რომ შპს "გრინვუდ ჰოტელ"-ის მიერ თქვენი პერსონალური მონაცემები მუშავდება, ვაკანსიის მოთხოვნებთან თქვენი კანდიდატურის შესაბამისობის დადგენის მიზნით, სახელშეკრულებო/შრომითი ურთიერთობის დამყარების მიზნით, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნებისა და დამუშავების პრინციპების შესაბამისად. განაცხადი/CV/რეზიუმე-ს გამოგზავნით კანდიდატი თანხმობას აცხადებს, რომ პერსონალური მონაცემები შესაძლოა დამუშავდეს სხვა მოქმედ და სამომავლო ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით. გამოგზავნილი განაცხადი შენახული იქნება არაუმეტეს 6 თვის ვადით, ხოლო კანდიდატის შესაბამის პოზიციაზე აყვანის შემთხვევაში, სახელშეკრულებო/შრომითი ურთიერთობის ხანგრძლივობით." გისურვებთ წარმატებას!

განაცხადის გაგზავნა →