← ყველა ვაკანსია

ბარისტა/ბარისტას დამხმარე

Viceversa · თბილისი

VICEVERSA აცხადებს ვაკანსიას ბარისტა / ბარისტას დამხმარეს პოზიციაზე. მდებარეობა: ვაკე, აბაშიძის 29 ცვლები: 08:30–15:30 / 15:30–22:00 ანაზღაურება ბარისტა საათობრივი: საშუალოდ 1000–1200 ₾ (გამოცდილებისა და პოზიციის მიხედვით) ანაზღაურება ბარისტას დამმხმარე საათობრივი: საშუალოდ 700–900 ₾ მხოლოდ სერიოზული კანდიდატებისთვის. ბარისტობა ≠ ღილაკზე დაჭერა ბარისტობა = შედეგის კონტროლი (დრო, წონა, გემო) VICEVERSA-ში ვმუშაობთ Specialty Coffee Association (SCA)-ის სტანდარტებით, სადაც მთავარი პრიორიტეტია ყოველდღიურად სტაბილური და გამეორებადი შედეგის მიღება. ვასწავლით — მაგრამ მხოლოდ მათ, ვისაც ნამდვილად სურს სწავლა და პროფესიული განვითარება. ტრენინგი სრულად პრაქტიკულია და ყოველდღიურ სამუშაო პროცესშია ინტეგრირებული. ვეძებთ ბარისტას — გამოცდილ ან მოტივირებულ კანდიდატს, რომელიც მზად არის ხარისხიან შედეგზე იმუშაოს.ბარისტას დამხმარეს — კანდიდატს, რომელსაც სურს პროფესიის შესწავლა და ეტაპობრივად ბარისტად განვითარება. რას ისწავლი ჩვენთან პროცესის გაგებას და არა მხოლოდ რეცეპტის გამეორებასესპრესოს ექსტრაქციის კონტროლს (დრო • წონა • ბალანსი)გემოს ყოველდღიურ სტაბილურობასუკუკავშირის მიღებას და მუდმივ განვითარებას ბარისტას მოვალეობები ცხელი და ცივი სასმელების მომზადება SCA სტანდარტების მიხედვითმომხმარებელთან პროფესიონალური კომუნიკაციაშეკვეთების მიღება და შესაბამისი რეკომენდაციების გაცემასალაროსთან მუშაობა და ბალანსის კონტროლისამუშაო სივრცის სისუფთავისა და წესრიგის დაცვამარაგების კონტროლი და დროული შევსებააღჭურვილობის ყოველდღიური მოვლამენიუსა და პროდუქციის სრულყოფილი ცოდნა ბარისტას დამხმარის მოვალეობები ბარისტის დახმარება ყოველდღიურ სამუშაო პროცესშისამუშაო სივრცისა და აღჭურვილობის სისუფთავის უზრუნველყოფამარაგების შევსება და პროდუქციის მომზადებამომხმარებლის მომსახურებაში მხარდაჭერაეტაპობრივად ბარისტის უნარების პრაქტიკული შესწავლა რას ველოდებით სწავლის რეალურ სურვილსდისციპლინასა და სიზუსტესდეტალებზე ყურადღებასპიკის საათებში სტაბილურ მუშაობასპასუხისმგებლობას საკუთარ შედეგზე თუ ეს შენთვის არ არის თუ ყავა მხოლოდ სამუშაოა და არ გაინტერესებს მისი სიღრმისეულად შესწავლა — გთხოვ, CV არ გამოგზავნო. თუ მზად ხარ ისწავლო, განვითარდე და გახდე ძლიერი ბარისტა — გელოდებით ჩვენს გუნდში. CV/რეზიუმე: 2016viceversa@gmail.com Viber / WhatsApp: +995 597 09 66 60 / +995 595 28 68 68

განაცხადის გაგზავნა →