← ყველა ვაკანსია

ტექნიკოსი / ფიტნეს ტრენაჟორების სერვის სპეციალისტი

იქეიეს ჯორჯია · თბილისი

კომპანია იქეიეს ჯორჯია აცხადებს ვაკანსიას: ტექნიკოსი / ფიტნეს ტრენაჟორების სერვის სპეციალისტი ვეძებთ პასუხისმგებლიან და მოტივირებულ ტექნიკოსს, რომელიც უზრუნველყოფს ფიტნეს ტრენაჟორებისა და სავარჯიშო აღჭურვილობის ტექნიკურ მომსახურებას, დიაგნოსტიკასა და შეკეთებას. ძირითადი მოვალეობები: ფიტნეს ტრენაჟორებისა და სავარჯიშო აღჭურვილობის ტექნიკური დათვალიერება;გეგმური ტექნიკური მომსახურების ჩატარება;გამოძახებებზე გასვლა;ტექნიკური პრობლემების დიაგნოსტიკა და შესაბამისი ხარვეზების აღმოფხვრა;ტრენაჟორების მექანიკური და ელექტრონული კომპონენტების შემოწმება და შეკეთება;ტრენაჟორების მონტაჟი, აწყობა და გამართვა;შესრულებული სამუშაოების შესახებ ინფორმაციის/ანგარიშის შედგენა;ანაზღაურებადი მივლინებები საქართველოში, სომხეთსა და თურქეთში. კომპანიის მომსახურების სტანდარტების დაცვა. საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ტექნიკური მიმართულებით მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;ელექტრო და მექანიკური მოწყობილობების მუშაობის პრინციპების ცოდნა;ტექნიკური პრობლემების დიაგნოსტიკისა და აღმოფხვრის უნარი;ინსტრუმენტებთან მუშაობის გამოცდილება;ინგლისურის ცოდნა აუცილებელია. (თურქული ან აზერბაიჯანული ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად)პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და დეტალებზე ორიენტირებულობა;დამოუკიდებლად და გუნდთან ერთად მუშაობის უნარი;კარგი კომუნიკაციის უნარი;მართვის მოწმობა (B კატეგორია) აუცილებელია. სასურველია გყავდეთ საკუთარი ავტომობილი. დამატებით: ფიტნეს ტრენაჟორებთან მუშაობის გამოცდილება აუცილებელი არ არის და ჩაითვლება უპირატესობად;შერჩეული კანდიდატი გაივლის შესაბამის ტრენინგს; დაინტერესებულ პირებს გთხოვთ გამოაგზავნოთ CV შემდეგ მისამართზე: info@eksweb.ge

განაცხადის გაგზავნა →