ინგლისურენოვანი აღმზრდელი
ელმოს კლუბი · ბათუმი
„ელმოს კლუბი“ აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე: ინგლისურენოვანი აღმზრდელი (ბათუმი).
სამუშაო დრო: სრული/ნახევარი განაკვეთი (კვირაში 40 საათი, 09:00 – 18:00 /14:00-18:00)
ადგილმდებარეობა: ელმოს კლუბი, ბათუმი, დემეტრე თავდადებულის ქ. 13
„ელმოს კლუბი“ ეძებს მოტივირებულ, პასუხისმგებლიან და პროფესიულად ორიენტირებულ ინგლისურენოვან აღმზრდელს, რომელიც აქტიურად ჩაერთვება სასწავლო-სააღმზრდელო პროცესში და უზრუნველყოფს ბავშვებისთვის უსაფრთხო, პოზიტიურ და განვითარებაზე ორიენტირებულ გარემოს.
მოთხოვნები:
ინგლისური ენის ცოდნა მინიმუმ B1–B2 დონეზე;ინგლისურ ენაზე ეფექტური კომუნიკაციის უნარი;ბავშვებთან მუშაობის გამოცდილება (სასურველია);ჯგუფური და ინტერაქტიური აქტივობების დაგეგმვისა და ჩატარების უნარი;მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;გუნდური მუშაობისა და კომუნიკაციის ძლიერი უნარები;თანამედროვე სწავლებისა და სააღმზრდელო მეთოდების გამოყენების სურვილი.
მოვალეობები:
ინგლისურ ენაზე სასწავლო და სააღმზრდელო პროცესის დაგეგმვა და წარმართვა;ბავშვების ყოველდღიურ განვითარებასა და აქტივობებში აქტიური ჩართულობა;უსაფრთხო და მხარდამჭერი გარემოს უზრუნველყოფა;ბავშვების სწავლების პროცესის მონიტორინგი და შეფასება;
ჩვენ გთავაზობთ:
პროფესიული განვითარების შესაძლებლობას;სწავლებისთვის საჭირო რესურსებსა და თანამედროვე ინფრასტრუქტურას;სტაბილურ სამუშაო გრაფიკს;კონკურენტულ ანაზღაურებას.
დაინტერესების შემთხვევაში, გამოაგზავნეთ თქვენი CV/რეზიუმე შემდეგი ელ. ფოსტის მისამართზე: elmosclubbatumi@yahoo.comან დაგვიკავშირდით ნომერზე: +995 577 971 179