← ყველა ვაკანსია

Brand Manager

JSC TBC Insurance · თბილისი

თუ მზად ხარ სიახლეებისა და ვარსკვლავებთან თამაშისთვის, ამასთანავე, გსურს გახდე ყველაზე ციფრული სადაზღვევო კომპანიის წევრი, ვფიქრობთ, ბრენდ მენეჯერის ვაკანსია დაგაინტერესებს. სამუშაო ადგილი: თბილისი; ალ. ყაზბეგის გამზ. 24ბგანაკვეთი: ორშაბათი-ხუთშაბათი, 10:00-19:00 სთ;           პარასკევი 10:00-17:00 სთ;  შენი, როგორც ბრენდ მენეჯერის მთავარი ფუნქციები იქნება: • სადაზღვევო პროდუქტების კომუნიკაცია როგორც საცალო და კორპორატიული ბაზრისთვის, ასევე თიბისი ბანკის ქსელში;• წლიური და კვარტალური მარკეტინგული აქტივობების დაგეგმვა;• ავტომობილის დაზღვევის მიმართულების სრული მარკეტინგული მხარდაჭერა;• გაყიდვების და პროდუქტების დეპარტამენტებთან ერთობლივი მუშაობა შეთავაზებების შექმნაზე;• კამპანიების ფარგლებში სარეკლამო არხების განსაზღვრა და ათვისება;• სარეკლამო სააგენტოებთან ურთიერთობა;• სარეკლამო კამპანიის ფარგლებში PR აქტივობების დაგეგმვა და განხორციელება;• ბრენდის ვიზუალური და ვერბალური იდენტობის ერთიანობის დაცვა ყველა არხში;• ღონისძიებების დაგეგმვა და მართვა;• პოლიგრაფიული და ბრენდირებული მასალების შექმნა და მონიტორინგი;• მარკეტინგული მასალების შესყიდვების წარმოება;• მარკეტინგული ბიუჯეტის ეფექტური განაწილება და ხარჯების კონტროლი.• ჩართულობა და მონიტორინგი თიბისი დაზღვევის არხებში კონტენტის შექმნაში;• მარკეტინგული პროექტებისა და კამპანიების დროში დაგეგმვა და ბიუჯეტირება;• მომხმარებელთა ქცევის, ტენდენციებისა და ბაზრის ცვლილებების მუდმივი მონიტორინგი;• კამპანიების შედეგების გაზომვა (ROI, გაყიდვების ზრდა, ცნობადობის დონე) და რეპორტინგი. საკვალიფიკაციო მოთხოვნები: • ბაკალავრის ხარისხი მარკეტინგში, ბიზნესის ადმინისტრირებაში, კომუნიკაციებში ან მომიჯნავე სფეროში (მაგისტრი ბიზნესის ადმინისტრირებაში - MBA - ჩაითვლება უპირატესობად).• 3-5 წლიანი გამოცდილება მარკეტინგის სფეროში, საიდანაც სასურველია 2 წელი ბრენდის მართვის ან უფროსი მარკეტერის პოზიციაზე;• სასურველია სამუშაო გამოცდილება სადაზღვევო სფეროში;• ინგლისური ენის ცოდნა. ვეძებთ ჩვენიანს: • პასუხისმგებლიანს;• ორგანიზებულს;• ინიციატივიანს;• მომხმარებელზე ორიენტირებულს;• განვითარებაზე და შედეგებზე ორიენტირებულს;• საქმეზე კონცენტრირებულს. როგორ ვიზრუნებთ შენზე? გთავაზობთ: • საუკეთესო ჯანმრთელობის დაზღვევას;• მენტალური ჯანმრთელობის დაფარვას;• შვებულების 24 სამუშაო დღესთან ერთად, 4 Day Off-სა და დამატებით 5 სამუშაო დღეს მენტალური შვებულებისთვის;• მაგთის კორპორატიულ პაკეტს;• პიროვნული და პროფესიული განვითარების შესაძლებლობას;• თბილისის მასშტაბით წლიური სატრანსპორტო ბარათის 80% დაფინანსებას. სს „თიბისი დაზღვევა“ მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისათვის.

განაცხადის გაგზავნა →