← ყველა ვაკანსია

პოსტექნიკოსი საკუთარი მოპედით

ჯორჯიან ქარდი · ბათუმი

სს "ჯორჯიან ქარდში" ვეძებთ გუნდის ახალ წევრს პოსტექნიკოსის პოზიციაზე, საკუთარი მოპედით/სკუტერით, სეზონური პროექტის ფარგლებში. სამუშაო ლოკაცია: ბათუმი, ბათუმის შემოგარენი ძირითადი მოვალეობები: ** პოს ტერმინალის განთავსება სავაჭრო ობიექტებზე და ტერმინალის ძირითადი ფუნქციების სწავლება ობიექტის წარმომადგენლისთვის; ** პოს ტერმინალის აქსესუარების სავაჭრო ობიექტებზე მიტანა და საჭიროების შესაბამისად პოს ტერმინალზე მომსახურება (მაგ: ელემენტის ამოცვლა, ქვითრის ქაღალდი ჩადება, ინტერნეტ სიმის ამოცვლა და ა.შ.); ** პოს ტერმინალის სავაჭრო ობიექტებიდან წამოღება; მოთხოვნები: ** მონათესავე პოზიციებზე მუშაობის გამოცდილება - სასურველია; ** საკუთარი სკუტერი/მოპედი და აღჭურვილობა რაც კანონმდებლობით არის გათვალისწინებული (აუცილებელი წესით ტრანსპორტი უნდა იყოს ტექნიკურად გამართული და წარმოდგენილი უნდა იყოს შესაბამისი მოწმობა, ასევე, გამართული და მოწესრიგებული ყუთი/კონტეინერი, სადაც განთავსდება პოს ტერმინალი და მისი აქსესუარები); ** შესაბამისი კატეგორიის მართვის მოწმობა; ** კლიენტების თავაზიანი მომსახურება/ უნარები: ** პასუხისმგებლობა და ორგანიზებულობა; ** გუნდური მუშაობისა და კონფიდენციალური ინფორმაციის დაცვის უნარი. სამუშაო პირობები: ** მომსახურების ხელშეკრულება პროექტის განმავლობაში (2-3 თვე); ** სამუშაო განრიგი: კვირაში არაუმეტეს 40 საათი; ** ანაზღაურება: გამომუშავებით, შესრულებული დავალებების რაოდენობის მიხედვით; ** უზრუნველვყოფთ საქმის ადგილზე შესწავლას; ** მეგობრული სამუშაო გარემო. დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელექტრონული ფოსტით მისამართზე: gcjobs@gc.ge (გამოგზავნის შემთხვევაში, გთხოვთ, სათაურში მიუთითოთ: მოპედიანი ტექნიკოსი).

განაცხადის გაგზავნა →