← ყველა ვაკანსია

საწყობის აღრიცხვის თანამშრომელი

Logical Systems Company

"Logical Systems Company" აცხადებს ვაკანსიას საწყობის აღრიცხვის თანამშრომლის თანამდებობაზე. დამსაქმებლის შესახებ: კომპანიის ძირითად საქმიანობას წარმოადგენს დავების კონტროლის, რიგის მართვის და პარკირების სისტემების წარმოება. ადგილმდებარეობა: თბილისი, მარშალ გელოვანის 2 https://www.facebook.com/LogicalSystemsCompany ვეძებთ პასუხისმგებლიან და მოწესრიგებულ ადამიანს, რომელიც დაგვეხმარება ელექტრონული კომპონენტების დახარისხებასა და აღრიცხვაში. ძირითადი მოვალეობები: ** ელექტრონული კომპონენტების დახარისხება ტიპებისა და მახასიათებლების მიხედვით; ** კომპონენტების დასახელების, მოდელისა და რაოდენობის აღრიცხვა; ** მონაცემების სპეციალურ პროგრამაში შეტანა; ** საჭიროების შემთხვევაში კომპონენტების ტექნიკური მონაცემების მოძიება; ** საწყობში კომპონენტების მოწესრიგება და შესაბამისი ადგილების მინიჭება; ** არსებული მონაცემების გადამოწმება და განახლება. სასურველი უნარები: ** კომპიუტერთან მუშაობის საბაზისო ცოდნა; ** ყურადღება დეტალების მიმართ; ** პასუხისმგებლობა და ორგანიზებულობა; ** ელექტრონიკისა და ელექტრონული კომპონენტების საბაზისო ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად. სამუშაო განსაკუთრებით საინტერესო იქნება ადამიანისთვის, ვისაც აინტერესებს ელექტრონიკა და სურს პრაქტიკაში უკეთ გაეცნოს სხვადასხვა ელექტრონულ კომპონენტს. სამუშაო გრაფიკი: სრული (კვირაში 40 საათი), ასევე შესაძლებელია შეთანხმება არასრულ სამუშაო გრაფიკზე ანაზღაურება: 800-1200 ლარი დაინტერესების შემთხვევაში გამოგვიგზავნეთ თქვენი CV მისამართზე: hr@lsc.ge .

განაცხადის გაგზავნა →