დიასახლისი
რესტორანი ვოი სამზარეულო
მოხარულები ვართ გაცნობოთ რომ რესტორანი "ვოი სამზარეულო" (VOI CUISINE) აცხადებს დიასახლისის ვაკანტურ პოზიციას.
სამუშაო ადგილი: თბილისი, ყაზბეგის გამზირი
სამუშაო გრაფიკი: შეთანხმებით
ანაზღაურება: დამოკიდებულია სასურველ გრაფიკზე და აღწევს 2000 ლარს თვეში (ნეტ)
ჩვენ გთავაზობთ მოსახერხებელ ლოკაციას თბილისში, ყაზბეგის გამზირზე სასიამოვნო სამუშაო გარემოსა და პროფესიონალი შეფისგან სწავლის საშუალებას.
ძირითადი მოვალეობები:
** რესტორნის სამზარეულოსა, შიდა და გარე სივრცეებში სისუფთავის უზრუნველყოფა (140 კვადრატული მეტრი);
** ჭურჭლის რეცხვა დღეში რამდენიმეჯერ საჭიროების მიხედვით
** მაგიდების მოწესრიგება რესტორანში არსებული სტანდარტის მიხედვით;
** სისუფთავის შესაბამისი ხარისხის უზრუნველყოფა;
** კომპანიაში არსებული მომსახურების, ჰიგიენისა და შრომის უსაფრთხოებისა სტანდარტების სრული დაცვა.
საჭირო უნარ-ჩვევები:
** ფიზიკური გამძლეობა
** მენტალური გამძლეობა
** ენერგიულობა
** ორგანიზებულობა
** გუნდური მუშაობის უნარი
** დიასახლისად მუშაობის გამოცდილება
თუ თვლით, რომ თქვენი გამოცდილება და უნარ-ჩვევები შეესაბამება ვაკანსიის მოთხოვნებს გთხოვთ გადმოგვიგზავნოთ რეზიუმე ელფოსტის მისამართზე voicuisine@gmail.com. სათაურის ველში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელების მითითებით.
გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ რეზიუმეს გადმოგზავნისას, თქვენ აცხადებთ თანხმობას კომპანიის მიერ თქვენი პირადი და პერსონალური მონაცემების დამუშავებაზე.