← ყველა ვაკანსია

სავაჭრო აგენტი

მასტერ კოფი · ბათუმი

კომპანია "მასტერ კოფი" არის კომპანია იაკობს საქართველოს ოფიციალური დისტრიბუტორი ყავის ბიზნესის მიმართულებით და კაფეების ქსელ "COFFEESTA"-ს მფლობელი კომპანია. "მასტერ კოფს" გააჩნია ყავის მარცვლის დიდი ასორტიმენტი: CARTE NOIRE", " JACOBS", "PIAZZA DORO", "L`OR" და უზრუნველყოფს ყავის აპარატების - Franke, Schaerer, Astoria, Saeco, Dr. Coffee - მიწოდებასა და მათი სათადარიგო ნაწილებით უზრუნველყოფას. კომპანია აცხადებს ვაკანსიას სავაჭრო აგენტის პოზიციაზე. ვეძებთ მოტივირებულ, შრომისმოყვარე, განვითარებაზე ორიენტირებულ სავაჭრო წარმომადგენელს. ოფისის ადგილმდებარეობა: ქ. ბათუმი ფუნქცია-მოვალეობები: ** გაყიდვების პროცესის ორგანიზება და წარმოება; ** კომპანიის ბაზაზე არსებული პროდუქციის სრულფასოვანი ცოდნა და სწორი პრეზენტირება; ** ახალი ობიქტების მოძიება; ** კომპანიის სტანდარტების დაცვა სავაჭრო ვიზიტის დროს; ** პროდუქციის დროულად მიწოდების უზრუნველყოფა; ** კომპანიის გაყიდვების პოლიტიკის გათვალისწინებით, ეფექტური ურთიერთ თანამშრომლობის დამყარება სავაჭრო წერტილის წარმომადგენლებთან; ** გაყიდულ პროდუქციასა და მის ანგარიშწორებაზე სრული პასუხისმგებლობა; ** დოკუმენტაციის სრული შესაბამისობა რეალურ გაყიდვებთან. უნარ-ჩვევები: ** პროდუქციის პრეზენტაციის უნარი; ** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა; ** კომუნიკაბელურობა; ** ორგანიზებულობა; ** პროფესიული ჩვევებისა და ცოდნის მუდმივი სრულყოფა; აუცილებელი მოთხოვნები: გაყიდვების სფეროში მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება აუცილებელია. სამუშაო პირობები: ** სამუშაო გრაფიკი: 09:00-18:00; ** დასვენება: შაბათი, კვირა; ** ანაზღაურება: შემოტანილი თანხის 2.8% (2000-3500ლ); ** ყოველთვიური საბონუსე სისტემა; ** ულიმიტო სასაუბრო. დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ გამოგვიგზავნოთ რეზიუმე შემდეგ მისამართზე: info@mastercoffee.ge. ელფოსტის სათაურში აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება: სავაჭრო აგენტი (ბათუმი). დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან;

განაცხადის გაგზავნა →