← ყველა ვაკანსია

მოლარე-ოპერატორი - დეკრეტის შემცვლელი

ელექტრონი

კომპანია "ელექტრონი" ეძებს მოლარე-ოპერატორს დეკრეტში მყოფი თანამშრომლის პოზიციის დროებით შესავსებად. "ელექტრონი" 22-წლიანი გამოცდილების მქონე კომპანიაა და წარმოადგენს სადენებისა და საკაბელო აქსესუარების საბითუმო ბაზას. ლოკაცია: დიღომი, აღმაშენებლის ხეივნის მე-12 კმ, შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის პარალელურად. ძირითადი მოვალეობები: ** ზედნადებების ატვირთვა; ** ჩარიცხვების კონტროლი; ** სალაროს წარმოება და კონტროლი; ** შემომავალ სატელეფონო ზარებზე პასუხი; ** ყოველდღიური საოპერაციო საკითხების მართვა. საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ** სალაროსთან მუშაობის გამოცდილება — აუცილებელია; ** ინგლისური ენის ცოდნა — აუცილებელია; ** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა; ** ყურადღებიანობა და სიზუსტე; ** კომუნიკაციის კარგი უნარი; ** საოფისე პროგრამებთან მუშაობის უნარი; ** ორგანიზებულობა და გუნდური მუშაობის უნარი. ანაზღაურება და ბენეფიტები: ** ხელფასი — 1, 200 ლარი ხელზე; ** დამატებით მოქმედებს პრემიის სისტემა; ** პრემია ერიცხება ოფიციალურად დასაქმებიდან 2 თვის შემდეგ, ყოველი თვის დასაწყისში; ** პრემიის ოდენობა დამოკიდებულია ბრუნვაზე და სტაბილურად შეადგენს 200 ლარზე მეტს, ხოლო შესაძლოა 400 ლარამდე გაიზარდოს; ** კვება კომპანიისგან. სამუშაო გრაფიკი: ** კვირაში 5 სამუშაო დღე; ** სამუშაო საათები: 09:30-18:00; ** გარკვეულ დღეებში, მორიგეობის შესაბამისად, სამუშაო იწყება 09:00 საათზე; ** კვირა — დასვენების დღე; ** შაბათს მუშაობა არის მორიგეობით — ყოველ მეორე შაბათს დასვენება; ** სამუშაო შაბათის შემთხვევაში, დასვენების დღე გადადის კვირის სხვა დღეს, წინასწარ განსაზღვრული გრაფიკის შესაბამისად. ხელშეკრულება: პოზიცია არის დროებითი. ვინაიდან ვაკანსია დაკავშირებულია თანამშრომლის დეკრეტულ შვებულებასთან. დასაქმების დასაწყისში გათვალისწინებულია 1-კვირიანი საცდელი პერიოდი, რის შემდეგაც თანამშრომლობა გაგრძელდება ასევე 1-თვიანი საცდელი პერიოდით - ორივე შემთხვევა არის ანაზღაურებადი. თუ თანამშრომლობა წარმატებული იქნება და ორივე მხარე კმაყოფილი დარჩება, შესაძლებელია ხელშეკრულების ვადის გაგრძელება. დაინტერესების შემთხვევაში გამოგზავნეთ CV: info@eleqtroni.ge. გელოდებით "ელექტრონის" გუნდში!

განაცხადის გაგზავნა →