← ყველა ვაკანსია

მოლარე-კონსულტანტი

მუსიკის სახლი

"მუსიკის სახლი" არის მუსიკალური ინსტრუმენტების მაღაზია, რომელიც 20 წელია პოზიციონირებს ადგილობრივ ბაზარზე და ამ დროისათვის 3 ფილიალის სახით არის წარმოდგენილი თბილისსა და ბათუმში. მაღაზია წლებია წარმატებულად თანამშრომლობს მსოფლიოში წამყვან ისეთ ბრენდებთან, როგორებიცაა: Casio, Roland, Gibson, GEWA, Orla, Fender, Alhambra, Ibanez, SHURE, Pioneer DJ, PreSonus, Marshall, Meinl, Tama და სხვა. ჩვენთან ასევე წარმოდგენილია პროფესიონალური განათებისა და გახმოვანების აპარატურა, რომლის საშუალებითაც შესაძლებელია როგორც კაფე-ბარებისა და კლუბების, ისე საკონცერტო და თეატრალური დარბაზების აღჭურვა. პოზიცია: მოლარე-კონსულტანტი ლოკაცია: თბილისი დასაქმების ტიპი: სრული განაკვეთი - ცვლები სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი: 10:00-19:00, შაბათი-კვირა: 11:00-19:00 ვის ვეძებთ? "მუსიკის სახლი" ეძებს ენერგიულ, კომუნიკაბელურ და მოტივირებულ მოლარე-კონსულტანტს, რომელიც მზადაა გაუწიოს მომხმარებელს მაღალი დონის მომსახურება, დაეხმაროს სასურველი ინსტრუმენტისა და ტექნიკის შერჩევაში და უზრუნველყოს გაყიდვისა და ანგარიშსწორების პროცესის სრულყოფილი წარმართვა. თუ ხარ პასუხისმგებლობიანი, გიყვარს მუსიკა და დეტალებზე ორიენტირებული ხარ - ეს ვაკანსია შენთვისაა! ძირითადი მოვალეობები: ** მომხმარებლისთვის კონსულტაციის გაწევა, პროდუქციის მახასიათებლების გაცნობა და სწორი შერჩევა; ** გაყიდვის ოპერაციების შესრულება და სალარო პროცესების სრული მართვა (ნაღდი და უნაღდო ანგარიშსწორება, საბანკო ტერმინალებითა და სალარო აპარატით სარგებლობა); ** სალარო დოკუმენტაციის, ჩეკებისა და ინვოისების სწორად წარმოება/აღრიცხვა; ** გაყიდვების პროცესის მართვა (კონსულტაციიდან პროდუქტის შეფუთვასა და ჩაბარებამდე); ** სავაჭრო დარბაზში პროდუქციის განლაგების, ფასმაჩვენებლების სიზუსტისა და წესრიგის კონტროლი; ** მარაგების მიღებაში, დასაწყობებასა და ინვენტარიზაციის/აღწერის პროცესში მონაწილეობა. მოთხოვნები და საკვალიფიკაციო უნარები: ** სალაროსთან ან სავაჭრო პროგრამასთან მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად; ** გამართული კომუნიკაციის, თავაზიანი მომსახურებისა და ეფექტური გაყიდვების უნარი; ** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა, პუნქტუალურობა და ორგანიზებულობა; ** ციფრებთან, ანგარიშსწორებასთან და დეტალებთან ყურადღებით მუშაობის უნარი; ** სასურველია ინგლისური ენის საბაზისო დონეზე ცოდნა; ** მუსიკალური განათლება, ინსტრუმენტზე დაკვრის გამოცდილება ან მუსიკალური ინტერესები ჩაითვლება დიდ უპირატესობად. რას გთავაზობთ? ** სტაბილურ ანაზღაურებას + ბონუსს გაყიდვებიდან; ** ჯანმრთელობის დაზღვევას; ** ფიტპასს (FitPass); ** ტრენინგებს მუსიკალურ პროდუქციასა და საოპერაციო სისტემებში; ** მეგობრულ, კომფორტულ და მუსიკალურ სამუშაო გარემოს; ** კარიერული ზრდისა და განვითარების შესაძლებლობას. დაინტერესებულმა პირებმა, გთხოვთ, გადმოაგზავნოთ CV შემდეგ მისამართზე: vacancy@stc.ge. გთხოვთ, სათაურში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება "მოლარე-კონსულტანტი".

განაცხადის გაგზავნა →