← ყველა ვაკანსია

მოლარე-კონსულტანტი

Calzedonia/Tezenis/Intimissimi · თბილისი, ბათუმი

მაღაზიათა ქსელი "CALZEDONIA" / "TEZENIS" / "INTIMISSIMI" აცხადებს ვაკანსიას მოლარე- კონსულტანტის პოზიციაზე ქალაქ თბილისში და ბათუმში. ძირითადი მოვალეობები: ** მომხმარებლებისთვის კვალიფიციური მომსახურების და კონსულტაციის გაწევა; ** მაღაზიაში განლაგებული პროდუქციის სრულყოფილად ცოდნა; ** არსებული პროდუქციის განთავსება დარბაზში კომპანიის მიერ დადგენილი სტანდარტების მიხედვით; ** მომხმარებლისგან თანხის მიღება, სალაროსთან მუშაობა. დამატებითი უნარები: ** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება (სასურველია); ** სალაროსთან/საბანკო ტერმინალთან მუშაობის გამოცდილება (სასურველია); ** გამართული ზეპირი კომუნიკაციის უნარი. პიროვნული მახასიათებლები: ** მომხმარებელსა და მომსახურებაზე ორიენტირებულობა; ** ენერგიულობა და კომუნიკაბელურობა; ** გუნდური მუშაობის უნარი; ** მიზანსწრაფულობა; ** პასუხისმგებლობის გრძნობა. სამუშაო გრაფიკი მცოცავი, კვირაში ორი დასვენების დღით. გთხოვთ, თქვენი რეზიუმე ფოტოსურათით გამოაგზავნოთ შემდეგ ელ.მისამართზე: vacancytevri@gmail.com. დამატებითი შენიშვნა: ქალაქ ბათუმში არსებული CALZEDONIA და INTIMISSIMI-ს მაღაზიებში მუშაობის მსურველებმა, სათაურის ველში გთხოვთ მიუთითოთ: მოლარე კონსულტანტის პოზიცია ბათუმში.

განაცხადის გაგზავნა →