← ყველა ვაკანსია

სხვადასხვა

ტურისტული კომპანია Airlines · ქუთაისი

ტურისტული კომპანია "AIRLINES" აცხადებს თანამშრომლების მიღებას შემდეგ პოზიციებზე: 1. ტურისტული კომპანიის თანამშრომელი სამუშაო გამოცდილება ტურიზმის სფეროში სავალდებულო არ არის — შერჩეული კანდიდატი პირველ ეტაპზე გაივლის 1-თვიან სასწავლო/სტაჟირების პერიოდს, რომელიც არ არის ანაზღაურებადი. სასწავლო პერიოდის წარმატებით გავლის შემდეგ ანაზღაურება შეადგენს 700 ლარს. მოთხოვნები: ** ინგლისური ენის სასაუბრო დონეზე ცოდნა; ** კარგი კომუნიკაციის უნარი; ** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა; ** ენერგიულობა და პოზიტიური დამოკიდებულება; ** მომხმარებელთან თავაზიანი და სწორი კომუნიკაცია; ** გუნდში მუშაობის უნარი; ** სწავლისა და განვითარების სურვილი; ** პუნქტუალურობა და ორგანიზებულობა. ტურიზმის სფეროში გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად, თუმცა არ არის აუცილებელი. 2. იურისტი ვეძებთ გამოცდილ და პასუხისმგებლობიან იურისტს კომპანიის სამართლებრივი საკითხების სამართავად. ძირითადი მიმართულებები: ** სამოქალაქო სამართალი; ** ხელშეკრულებების მომზადება და სამართლებრივი შემოწმება; ** კომპანიის მიმდინარე იურიდიული საკითხების კონტროლი; ** საჭიროების შემთხვევაში კომპანიის ინტერესების სამართლებრივი დაცვა და წარმომადგენლობა. იურისტისთვის ოფისში ყოველდღიური ყოფნა სავალდებულო არ არის — შესაძლებელია დისტანციური თანამშრომლობაც. 3. ბუღალტერი ვეძებთ გამოცდილ და პასუხისმგებლობიან ბუღალტერს კომპანიის საბუღალტრო და საგადასახადო საკითხების სამართავად. მნიშვნელოვანია: ** საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობის ცოდნა; ** დეკლარაციებისა და შესაბამისი დოკუმენტაციის წარმოების გამოცდილება; ** სიზუსტე, პასუხისმგებლობა და კონფიდენციალურობის დაცვა. დაინტერესებულმა კანდიდატებმა გამოგვიგზავნეთ CV ელფოსტაზე: vernin77@gmail.com.

განაცხადის გაგზავნა →