სილამაზის სალონის ადმინისტრატორი
Jean Louis David
ფრანგული სილამაზის სალონების ქსელი "Jean Louis David" აცხადებს ვაკანსიას სილამაზის სალონის ადმინისტრატორის პოზიციაზე.
სამუშაო პირობები:
** სამუშაო საათები: 10:00-დან 20:00 საათამდე;
** სამუშაო დღეები: კვირაში 4 დღე;
** ანაზღაურება: 1100 ლარი, ბონუსი გაყიდვებიდან;
** ადგილმდებარეობა: თბილისი, ვაკე.
გთხოვთ, ნუ გამოგზავნით აპლიკაციას, რომელიც არ აკმაყოფილებს ქვემოთ ჩამოთვლილ მოთხოვნებს.
აუცილებელი მოთხოვნები:
** სამუშაო გამოცდილება მსგავს პოზიციაზე, მინიმუმ 2 წელი;
** უცხო ენები: ინგლისური, რუსული — თავისუფალი, სასაუბრო დონე;
** გამართული მეტყველება და კომუნიკაციის უნარი;
** მომსახურების მაღალი სტანდარტების ცოდნა;
** კარგი არითმეტიკული და ანალიტიკური უნარ-ჩვევები;
** აპლიკანტს უნდა გააჩნდეს სალაროსთან მუშაობის გამოცდილება;
** კომპიუტერული პროგრამების ცოდნა.
გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ვაკანსია არ არის მორგებული სტუდენტებზე.
ძირითადი მოვალეობები:
** მომხმარებლების ეფექტური და თავაზიანი მომსახურება;
** მომხმარებლების დეტალური კონსულტაცია მომსახურებებისა და პროდუქციის შესახებ;
** მომხმარებლებთან დაკავშირებული ჩანაწერების გაკეთება შესაბამის პროგრამაში;
** სალაროს მართვა (სალონის საკასო ოპერაციების წარმოება როგორც ნაღდი, ისე უნაღდო);
** სალონში არსებული პროცედურების თეორიული ცოდნა;
** გაყიდვებზე ორიენტირებულობა.
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, თქვენი რეზიუმე ფოტოსურათით გამოგვიგზავნოთ შემდეგ მისამართზე: vacancy@mavaltd.ge. სათაურში აუცილებლად მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება: სილამაზის სალონის ადმინისტრატორი.
გისურვებთ წარმატებას!