შესყიდვების უფროსი სპეციალისტი
არქი
კომპანია "არქი", წამყვანი დეველოპერული კომპანია საქართველოში, რომელიც დაარსდა 2006 წელს. უკვე წარმატებით დავასრულეთ 55 პროექტი და ამჟამად გვაქვს 33 მიმდინარე მშენებლობა საქართველოში.
"არქი"-ში ვეძებთ შესყიდვების უფროს სპეციალისტს და მისი ფუნქციები იქნება:
** სატენდერო პროცედურების დაგეგმვა, ორგანიზება და მართვა;
** მოთხოვნის მიღება და დამუშავება (ტექნიკური სპეციფიკაციების დაზუსტება დამკვეთთან);
** ადგილობრივი და საერთაშორისო ბაზრის კვლევა, პოტენციური მომწოდებლების შეფასება და პირობების შეთანხმება;
** იმპორტული საქონლის ტრანსპორტირების დაგეგმვა, გადაზიდვის პროცესის კონტროლი და საბაჟო პროცედურების აღსრულება;
** შესყიდვასთან დაკავშირებული დოკუმენტაციის წარმოება კომპანიის შესყიდვების პოლიტიკით განსაზღვრული წესის მიხედვით;
** შესყიდვების ყოველკვირეული და ყოველთვიური რეპორტის მომზადება უშუალო ხელმძღვანელისთვის.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება, სასურველია - ბიზნესის ადმინისტრირების, ეკონომიკის ან ფინანსების მიმართულებით;
** აუცილებელია შესყიდვების სფეროში მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება;
** სასურველია სამუშაო გამოცდილება სამშენებლო/დეველოპერულ ან სასტუმროების შესყიდვების მიმართულებით;
** MS Office-ის პროგრამების მაღალ დონეზე ცოდნა (განსაკუთრებით Excel);
** აუცილებელია, ინგლისური ენის მინიმუმ B2 დონეზე ცოდნა.
თუ დაგაინტერესა ჩვენმა ვაკანსიამ და გაქვს შესაბამისი გამოცდილება, მაშინ ველით შენს CV-ს, რომელიც შეგიძლია ატვირთო მითითებულ ბმულზე 2026 წლის 22 სექტემბრის ჩათვლით:
https://crm.archi.ge/crm/deal/web_form/vacancy.php
დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.
გთხოვთ, გაითვალისწინოთ, თქვენი რეზიუმე მომდევნო ექვსი თვის განმავლობაში შეინახება კომპანიის მონაცემთა ბაზაში. ამასთანავე, თქვენი კანდიდატურა შესაძლებელია განხილულ იქნას სხვა, მსგავს პოზიციაზე ვაკანსიის არსებობის შემთხვევაში.