← ყველა ვაკანსია

პროცესინგის მხარდაჭერის სპეციალისტი

ბანკი ქართუ

სს "ბანკი ქართუ" აცხადებს ვაკანსიას პროცესინგის მხარდაჭერის სპეციალისტის თანამდებობაზე. დეპარტამენტი: პროცესინგის დეპარტამენტი განყოფილება: პროცესინგის განყოფილება ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი ფუნქციები და მოვალეობები: ** ტრანზაქციების მონიტორინგი: საბარათე და ელექტრონული ტრანზაქციების მიმდინარეობაზე დაკვირვება; ** ხარვეზების იდენტიფიცირება: პროცესინგის სისტემაში წარმოქმნილი შეფერხებების დროული აღმოჩენა და რეაგირება; ** ტექნიკური მხარდაჭერა: მომხმარებლებისა და პარტნიორების კონსულტირება ტრანზაქციებთან დაკავშირებულ ტექნიკურ საკითხებზე; ** რეპორტინგი: ყოველდღიური ოპერაციული ანგარიშების მომზადებაში მონაწილეობა; ** ბაზებთან მუშაობა: ბაზებში ინფორმაციის გადამოწმება და სისტემური პარამეტრების მართვა. საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ** 1 წლიანი გამოცდილება ტექნიკური მხარდაჭერის მიმართულებით, მათ შორის გამოცდილება საბანკო ან ფინანსურ სექტორში; ** დამამთავრებელი კურსის სტუდენტი ან კურსდამთავრებული, სასურველია ინფორმაციული ტექნოლოგიების ან მათემატიკის მიმართულებით; ** ქართული ენის ფლობა, ინგლისური ენის ცოდნა (ტექნიკური დოკუმენტაციის წასაკითხად); ** SQL, PL/SQL და T-SQL საბაზისო ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად; ** ლოგიკური აზროვნება; ** გამართული წერილობითი და ვერბალური კომუნიკაციის წარმოების უნარი; ** დროის ეფექტურად მართვის უნარი; ** გუნდური მუშაობის უნარი; ** ორგანიზებულობა, გამოხატული ყურადღება დეტალების მიმართ; ** კომუნიკაბელურობა. დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, გადადით ლინკზე და გაგვიზიარეთ ინფორმაცია: https://cartubank.selfrecruit.ge/s/v3i3

განაცხადის გაგზავნა →