← ყველა ვაკანსია

საწყობის თანამშრომელი

სხივი+

კომპანია "სხივი+" აცხადებს ვაკანსიას პროდუქციის შემგროვებელი - საწყობის თანამშრომლის პოზიციაზე. "სხივი+" წარმოადგენს ავეჯის აქსესუარების და ალუმინის პროფილების იმპორტიორ კომპანიას. ძირითადი მოვალეობები: ** საწყობში მიღებული პროდუქციის ზედნადების მიხედვით მითვლა და დასაწყობება; ** მიღებული შეკვეთების მიხედვით პროდუქციის გასაცემად მომზადება; ** საწყობის პერიოდული აღწერა კომპანიაში არსებული სტანდარტების შესაბამისად; ნაშთების კონტროლი. ** საჭიროების შემთხვევაში პროდუქციის მიწოდების ტრანსპორტით უზრუნველყოფა. ** კომპანიის საჭიროებებიდან გამომდინარე ხელმძღვანელის სხვა დავალებების შესრულება. ძირითადი მოთხოვნები: ** ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ** გუნდური მუშაობის უნარი ** პასუხისმგებლობის გრძნობა ** დეტალებზე ორიენტირებულობა ** მართვის მოწმობა - B კატეგორია. ანაზღაურება: 1700 ლარი ხელზე ასაღები + ბონუსი (400-600ლარი) ანაზღაურება ზრდის პერსპექტივით დამატებითი ბენეფიტი: ჯანმრთელობის დაზღვევა და კვება. ჩვენ გთავაზობთ კომფორტულ სამუშაო გარემოს, კარიერულ ზრდას და მზარდ შრომით ანაზღაურებას. სამუშაო გრაფიკი: კვირაში 5 დღე, 09:00-დან 18:00 საათამდე. დასვენების დღე: კვირაში 2 დღე. დაინტერესებულმა პირებმა გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე (CV) ფოტოსურათით, შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: infoltdsxivi@gmail.com და სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება. შენიშვნა: ფოტოსურათის გარეშე რეზიუმე არ განიხილება.

განაცხადის გაგზავნა →