← ყველა ვაკანსია

სამედიცინო წარმომადგენელი

ასფარმა-საქართველო · თბილისი, აჭარა

ფარმაცევტული კომპანია "ასფარმა" აცხადებს ვაკანსიას სამედიცინო წარმომადგენლის პოზიციაზე თბილისში და აჭარის რეგიონში. ძირითადი მოთხოვნები: ** უმაღლესი სამედიცინო განათლება; ** შესაბამის პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ ერთწლიანი გამოცდილება; ** ქართული ენის სრულყოფილი ცოდნა და გამართული მეტყველება; ** სასურველია რუსული ენის ცოდნა სასაუბრო დონეზე; ფუნქცია-მოვალეობები: ** ყოველდღიური ვიზიტების დაგეგმვა და განხორციელება სამედიცინო დაწესებულებებში; ** კომპანიის პროდუქციის პრომოციისთვის განსაზღვრული აქტივობების განხორციელება; ** შესრულებული სამუშაოს ყოველდღიური ანგარიშგება უშუალო ხელმძღვანელთან; უნარები/პიროვნული თვისებები: ** ეფექტური კომუნიკაციის უნარი; ** მაღალი პასუხისმგებლობა; ** პუნქტუალურობა და მაღალი ორგანიზებულობა სამუშაო პროცესში; ** შედეგზე ორიენტირებულობა; ** გუნდური და დამოუკიდებლად მუშაობის უნარი; დაინტერესებულმა პირებმა უნდა გამოაგზავნონ CV (ავტობიოგრაფია), ფოტოსურათი (3X4) და დიპლომის ასლი შემდეგ მისამართზე: georgia@asfarma.com არაუგვიანეს 2026 წლის 10 ოქტომბრისა. გთხოვთ, მიუთითოთ ვაკანსიის და რეგიონის დასახელება. გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ CV ფოტოსურათის გარეშე არ იქნება განხილული.

განაცხადის გაგზავნა →