← ყველა ვაკანსია

ინსპექტორი

ინფაიერი

შპს "ინფაიერი" აცხადებს ვაკანსიას ინსპექტორის პოზიციაზე - ობიექტის ან მისი ნაწილის სახანძრო უსაფრთხოების ტექნიკური მდგომარეობის ინსპექტირება. ძირითადი მოვალეობები: ** ობიექტზე ინსპექტირების დაგეგმვა და ჩატარება დადგენილი მეთოდებისა და შეფასების კრიტერიუმების შესაბამისად; ** ინსპექტირების დავალების ფარგლებისა და კრიტერიუმების გადამოწმება სამუშაოს დაწყებამდე; ** ობიექტის ტექნიკური მდგომარეობის შემოწმება და საჭირო გაზომვების/შემოწმებების განხორციელება; ** მიღებული მონაცემების, გაზომვების, ფოტომასალისა და სხვა მტკიცებულებების სრულად და მიკვლევად დაფიქსირება; ** ინსპექტირების შედეგების შესაბამის მოთხოვნებთან შეფასება და შესაბამისობის/შეუსაბამობის დასაბუთებული ფორმულირება; ** ინსპექტირების ანგარიშის/დასკვნის პროექტის მომზადება და ტექნიკურ გადამოწმებაზე წარდგენა; ** შესაბამისი ტექნიკური და საზომი საშუალებების გამოყენება; ** ობიექტზე უსაფრთხოების, კონფიდენციალურობისა და მიუკერძოებლობის მოთხოვნების დაცვა. საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ** სამშენებლო მიმართულების სპეციალობაში მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი; ** სახანძრო უსაფრთხოების ტექნიკური მდგომარეობის შესაბამისობის შეფასება/ინსპექტირების მიმართულებით არანაკლებ 10 წლის პროფესიული გამოცდილება; ** ობიექტის ტექნიკური მდგომარეობის შეფასების მეთოდებისა და შესაბამისი ტექნიკური მოთხოვნების ცოდნა; ** ტექნიკური/საზომი საშუალებების გამოყენების უნარი; ** ტექნიკური მონაცემებისა და მტკიცებულებების ანალიზისა და დოკუმენტირების უნარი; ** ანგარიშისა და დასაბუთებული ტექნიკური დასკვნის მომზადების უნარი; ** პასუხისმგებლობა, ობიექტურობა, დეტალებზე ორიენტირებულობა და პროფესიული კომუნიკაციის უნარი. დამატებითი ინფორმაცია: შერჩეული კანდიდატის კომპეტენცია შეფასდება შპს "ინფაიერის" მოქმედი მოთხოვნების შესაბამისად. დამოუკიდებელი ინსპექტირების უფლებამოსილება გაიცემა შესაბამისი კომპეტენციის დადასტურებისა და ავტორიზაციის შემდეგ. დაინტერესებულმა კანდიდატებმა გამოგვიგზავნეთ CV ელ.ფოსტაზე: infirey.inspection@gmail.com განაცხადების მიღების ბოლო ვადა: 30/09/2026 წელი.

განაცხადის გაგზავნა →