საკრედიტო ანალიტიკური განყოფილების ანალიტიკოსი
ბანკი ქართუ
სს "ბანკი ქართუ" აცხადებს ვაკანსიას საკრედიტო ანალიტიკური განყოფილების ანალიტიკოსის თანამდებობაზე.
დეპარტამენტი: კორპორატიული საბანკო მომსახურების დეპარტამენტი.
განყოფილება: საკრედიტო ანალიტიკური განყოფილება
ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი, სათავო ოფისი
ფუნქციები და მოვალეობები:
** კლიენტსა და ბანკს შორის საქმიანი ურთიერთობის დამყარება
** კორპორატიული კლიენტების საკრედიტო განაცხადების განხილვა და პირველადი ინფორმაციის მოძიება
** კლიენტის ფინანსური მდგომარეობის ანალიზი
** კლიენტის განაცხადის საფუძველზე პროექტის მომზადება და წარდგენა საკრედიტო კომიტეტზე განსახილველად
** საკუთარი საკრედიტო პორტფელის მართვა, სესხების მონიტორინგი
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება (საბანკო/საფინანსო/მენეჯმენტის/ეკონომიკური განხრით)
** საბანკო საფინანსო სექტორში მუშაობის არანაკლებ 2 წლიანი გამოცდილება ფინანსების განხრით
** ფინანსური უწყისების მომზადება მაღალ დონეზე
** სასურველია ინგლისური და რუსული ენების ცოდნა (როგორც წერილობითი, ასევე ვერბალური უნარები)
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების სრულყოფილი ცოდნა
** ანალიტიკური აზროვნების უნარი
** გამართული წერილობითი და ვერბალური კომუნიკაციის წარმოების უნარი
** დროის ეფექტური მენეჯმენტი, ორგანიზებულობა, გამოხატული ყურადღება დეტალების მიმართ
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა
** ინიციატივიანობა, კრეატიულობა, ზრუნვა თვითგანვითარებაზე
** გუნდური მუშაობის უნარი
დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, გადადით ლინკზე და გაგვიზიარეთ ინფორმაცია: https://cartubank.selfrecruit.ge/s/bLs5