← ყველა ვაკანსია

გაყიდვების მენეჯერი

მეგობრობა

სამშენებლო და დეველოპერულ კომპანია "მეგობრობას" ესაჭიროება გაყიდვების მენეჯერი. ადგილმდებარეობა: თბილისი, დავით გურამიშვილის გამზირი 66ა. სამუშაო გრაფიკი: სრული ანაზღაურება: 1000 ლარი + ბონუსი ფუნქცია-მოვალეობები: ** მომხმარებელთან კომუნიკაცია (სატელეფონო თუ პირდაპირი); ** მომხმარებლისთვის ყველა საჭირო ინფორმაციის გაზიარება (პრეზენტაცია, ბინის რენდერი და ფასების დათვლა); ** შეხვედრების ორგანიზება (სამშენებლო მოედანზე, გაყიდვების ოფისში); ** კომპანიის მიერ დაორგანიზებულ სხვადასხვა აქტივობებში მონაწილეობის მიღება; საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ** უმაღლესი განათლება; ** სასურველია სამუშაო გამოცდილება სამშენებლო კომპანიის გაყიდვების სფეროში; ** საოფისე პროგრამების ცოდნა; ** მოლაპარაკებების წარმოების უნარი; ** გამართულად საუბარი; ** უცხო ენების ინგლისური და რუსულის ფლობა სასაუბრო დონეზე; ** CRM-ში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად. პიროვნული თვისებები: ** კარგი პრეზენტაციის უნარი; ** დარწმუნების უნარი; ** კომუნიკაბელურობა; ** დროის ეფექტურად მართვის უნარი; ** სხარტი აზროვნება; ** პასუხისმგებლიანობა; ** ორგანიზებულობა; ** ცნობისმოყვარეობა. დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ გადახვიდეთ ვაკანსიის ლინკზე https://megobrobahr.bitrix24.site/crm_form_46zkm/ და გამოგზავნოთ თქვენი რეზიუმე.

განაცხადის გაგზავნა →