← ყველა ვაკანსია

გაყიდვების მენეჯერი

კონტემპო

ავეჯის შოურუმი "კონტემპო" აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე. შპს "კონტემპო" არის ესპანური ბრენდი Kave Home-ის ექსკლუზიური დილერი საქართველოში. ჩვენს შოურუმში, რომელიც მდებარეობს აკაკი ბელიაშვილის ქუჩაზე და 1700 კვადრატულ საგამოფენო სივრცეს, წარმოდგენილია Kave Home-ბრენდის მრავალფეროვანი პროდუქცია: შიდა და გარე ავეჯი, განათება, ტექსტილი, დეკორი და აქსესუარები. ანაზღაურება: ფიქსირებული ხელზე ასაღები - 1700 ლარი, დამატებით გარანტირებული ბონუსი გაყიდვებიდან, საშუალოდ ხელზე ასაღები - 3500-5000 ლარი ბენეფიტი: ჯანმრთელობის დაზღვევა სამსახურის ადგილმდებარეობა: თბილისი, აკაკი ბელიაშვილის ქუჩა სამუშაო გრაფიკი: სრული, კვირაში 5 დღე სამუშაო საათები: 10:30-19:30 ძირითადი ფუნქციები: ** მომხმარებლისთვის მაღალი ხარისხის მომსახურებისა და ამომწურავი კონსულტაციის გაწევა; ** ბრენდის და მისი პროდუქციის ზედმიწევნით ცოდნა; ** პროდუქციის მდგომარეობისა და ფასების სისწორის მუდმივი კონტროლი; ** მაღაზიის ვიზუალური მდგომარეობის კონტროლი და შენარჩუნება; ** პროდუქციის რეალიზაცია მომხმარებელზე და შესაბამისი დოკუმენტაციის კურირება; ** მომხმარებლის ქცევის და პრეფერენციების შესწავლა და ხელმძღვანელისთვის წარდგენა; ** ბრენდის საკომუნიკაციო ენის და სტანდარტების დაცვა სავალდებულო საკვალიფიკაციო მოთხოვნები ** უმაღლესი განათლება (ბაკალავრის ხარისხი); ** გაყიდვების სფეროში სამუშაო გამოცდილება არანაკლებ 2 წლისა; ავეჯის, ინტერიერის ან მსგავსი ტიპის სფეროში გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად; ** ინგლისურ ენაზე თავისუფლად კომუნიკაცია, როგორც წერითი, ასევე ზეპირსიტყვიერი; ** საოფისე პროგრამების ცოდნა მომხმარებლის დონეზე პიროვნული მახასიათებლები: ** კომუნიკაბელურობა და თავდაჯერებულობა; ** ზრდაზე და განვითარებაზე ორიენტირებული; ** მოლაპარაკებების წარმართვის უნარი; ** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და თვითდისციპლინა; ** გუნდური მუშაობის უნარი; ** პუნქტუალურობა დაინტერესების შემთხვევაში, თუ აკმაყოფილებთ სავალდებულო საკვალიფიკაციო მოთხოვნების ყველა კრიტერიუმს, გადმოგვიგზავნეთ თქვენი CV ჩვენს ელექტრონულ ფოსტაზე: info@contempo.ge გისურვებთ წარმატებას!

განაცხადის გაგზავნა →