ულტრაბგერითი დიაგნოსტიკის სპეციალისტი/ექიმი-რადიოლოგი
ვიტა ინვიტრო კლინიკა
"ვიტა ინვიტრო კლინიკა" აცხადებს ვაკანსიას ულტრაბგერითი დიაგნოსტიკის სპეციალისტის (ექიმი-რადიოლოგის) პოზიციაზე.
ჩვენ ვეძებთ მოტივირებულ და გამოცდილ პროფესიონალს, რომელიც შემოუერთდება ჩვენს გუნდს და უზრუნველყოფს პაციენტთა მაღალი ხარისხის მომსახურებას რეპროდუქციული მედიცინის მიმართულებით.
ძირითადი მოვალეობები:
** პაციენტების ულტრაბგერითი გამოკვლევების ჩატარება (Gyn/Ob მიმართულებით);
** ფოლიკულოგენეზის (კვერცხუჯრედის ზრდის) დინამიკური მონიტორინგი;
** სუროგატი დედებისა და ორსულთა ულტრაბგერითი მონიტორინგი;
** შესაბამისი სამედიცინო დოკუმენტაციის წარმოება და დასკვნების მომზადება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი სამედიცინო განათლება;
** სახელმწიფო სერტიფიკატი რადიოლოგიაში;
** ულტრაბგერითი დიაგნოსტიკის მიმართულებით მუშაობის მინიმუმ 5 წლიანი გამოცდილება;
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების ბაზისური ცოდნა;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა, პაციენტებთან კომუნიკაციისა და გუნდური მუშაობის უნარი.
სამუშაო პირობები:
** სამუშაო გრაფიკი: კვირაში 6 სამუშაო დღე 10:00-დან 18:00-მდე (დასვენების დღე: შაბათი);
** ანაზღაურება: 7000 ლარი (ხელზე ასაღები, ანაზღაურების ზრდის პერსპექტივით)
როგორ მოგვმართოთ:
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) ელექტრონულ მისამართზე: manager@vitainvitroclinic.com და სათაურის ველში (Subject) მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება: "ულტრაბგერის სპეციალისტი".