გრაფიკული დიზაინერი
ბეტა პრინტი · ბათუმი
გრაფიკული დიზაინერის ვაკანსია „ბეტა პრინტში“!
2008 წლიდან ქართულ სარეკლამო ინდუსტრიაში დამკვიდრებული „ბეტა ჰოლდინგი“ მრავალპროფილური და დინამიკურად განვითარებადი ორგანიზაციაა. ჰოლდინგი აერთიანებს სამ შვილობილ კომპანიას — „ბეტა ივენთი“, „ბეტა პრინტი“ და „ბეტა მატერიალსი“ — რომლებიც მომხმარებელს სრულ სარეკლამო-პოლიგრაფიულ სერვისებს, მასშტაბური ღონისძიებებისთვის საჭირო უახლეს პროფესიონალურ ტექნიკასა და ინოვაციურ ტექნოლოგიურ გადაწყვეტილებებს სთავაზობენ.
ჩვენი მთავარი ღირებულება ხარისხი, მრავალფეროვნება და პროფესიონალიზმია. ჰოლდინგი მუდმივად ორიენტირებულია განვითარებაზე, ქმნის სტაბილურ და მრავალფუნქციურ სამუშაო გარემოს და ეძებს თავისი საქმის პროფესიონალებს, ვისთან ერთადაც კიდევ უფრო მასშტაბურ წარმატებებს მიაღწევს.
რას ვეძებთ კანდიდატში?
პიროვნული თვისებები:
ორგანიზებული და შედეგზე ორიენტირებული მიდგომამაღალი შინაგანი მოტივაცია და ინიციატივიანობადეტალების მიმართ განსაკუთრებული ყურადღება
პროფესიული უნარები:
განვითარებული შემოქმედებითი ხედვა და სხარტი აზროვნებადროის ეფექტიანად დაგეგმვისა და მართვის უნარიგრაფიკული პროგრამების ცოდნა: CorelDraw, Adobe Illustrator, Adobe Photoshop
ძირითადი მოვალეობები
ბეჭდვითი და ელექტრონული მარკეტინგული მასალების დიზაინის მომზადება, არსებულის კორექტირება და მაღალი პროფესიული სტანდარტით დაკაბადონებაკომპანიის ვიზუალური სტილისა და ბრენდინგის მიმართულებების განვითარებაში მონაწილეობამომხმარებელთა მოთხოვნებისა და ტექნიკური მახასიათებლების ზუსტი თარგმნა ვიზუალურ ენაზე
რას გთავაზობთ?
კომფორტული, მეგობრული და ჯანსაღი სამუშაო გარემო.კონკურენტული ანაზღაურება + KPIპროფესიული და კარიერული ზრდის რეალური შესაძლებლობები მუდმივად მზარდ ჰოლდინგში
შემოგვიერთდი!
გამოგვიგზავნე შენი CV რეზიუმე და პორტფოლიო მისამართზე: hr@betaprint.ge
ან დაგვიკავშირდი ნომერზე: +995 599 32 42 51