დანადგარის ოპერატორი
ბეტა ჰოლდინგი · ბათუმი
2008 წლიდან ქართულ სარეკლამო ინდუსტრიაში დამკვიდრებული „ბეტა ჰოლდინგი“ მრავალპროფილური და დინამიკურად განვითარებადი ორგანიზაციაა. ჰოლდინგი აერთიანებს სამ შვილობილ კომპანიას — „ბეტა ივენთი“, „ბეტა პრინტი“ და „ბეტა მატერიალსი“ — რომლებიც მომხმარებელს სრულ სარეკლამო-პოლიგრაფიულ სერვისებს, მასშტაბური ღონისძიებებისთვის საჭირო უახლეს პროფესიონალურ ტექნიკასა და ინოვაციურ ტექნოლოგიურ გადაწყვეტილებებს სთავაზობენ.
ჩვენი მთავარი ღირებულება ხარისხი, მრავალფეროვნება და პროფესიონალიზმია. ჰოლდინგი მუდმივად ორიენტირებულია განვითარებაზე, ქმნის სტაბილურ და მრავალფუნქციურ სამუშაო გარემოს და ეძებს თავისი საქმის პროფესიონალებს, ვისთან ერთადაც კიდევ უფრო მასშტაბურ წარმატებებს მიაღწევს.
„ბეტა პრინტი“ ეძებს დანადგარის ოპერატორს ბათუმში!
ძირითადი მოვალეობები:
ლაზერული დაზგის მართვა და კონტროლიმასალის სწორად განთავსება და ზუსტი ჭრის უზრუნველყოფამზა პროდუქციის ხარისხის შემოწმებადანადგარის ყოველდღიური მოვლა-პატრონობა და სამუშაო სივრცის წესრიგში დაცვამცირე ტექნიკური ხარვეზების დროული აღმოფხვრა
აუცილებელი მოთხოვნები:
ტექნიკური აზროვნება და მართვის პროგრამის სწრაფად ათვისების უნარიკომპიუტერული უნარებისიზუსტე და დეტალებზე ორიენტირებულობამაღალი პასუხისმგებლობის გრძნობალაზერულ ან სხვა ტიპის დანადგართან მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად
ანაზღაურება:
ფიქსირებული ხელფასი: 1300 ₾ + ბონუსისაშუალო ჯამური შემოსავალი: 1800 – 2000 ₾
თუ ხარ მოტივირებული, გაქვს ტექნიკური აზროვნება და პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა — ეს ვაკანსია შენთვისაა!
დაინტერესების შემთხვევაში, გამოგვიგზავნეთ რეზიუმე (CV) ელფოსტაზე: hr@betaholding.ge
ან დაგვიკავშირდით ნომერზე: +995 599 32 42 51