← ყველა ვაკანსია

Development Assistant

Dunkin

ამერიკული რესტორენები Wendy’s, Dunkin’ და Subway, აცხადებს ვაკანსიას ქსელის განვითარებისა და ტექნიკური მიმართულების ასისტენტის პოზიციაზე. სამუშაო ადგილი: თბილისი, მოსაშვილის #11სამუშაო გრაფიკი: სრული-ოფისიდან ძირითადი მოვალეობები: პროექტების მხარდაჭერა: ახალი რესტორნების გახსნის პროცესის კოორდინაცია, საჭიროების შემთხვევაში ობიექტების მონახულება და მიმდინარე სამუშაოების შეფასება; პროექტში წარმოშობილი ტექნიკური საკითხების იდენტიფიცირება და მათი მოგვარების პროცესის კოორდინაციაში მონაწილეობა; შიდა და გარე კომუნიკაცია: ყოველდღიური კავშირი კონტრაქტორებთან, მომწოდებლებთან, არქიტექტორებთან, ინტერიერის დიზაინერებთან და სხვა პარტნიორებთან;კომპანიის შიდა დეპარტამენტებთან კომუნიკაცია და საჭირო საკითხების კოორდინაცია (შესყიდვებთან, ფინანსებთან, საოპერაციოსთან, მარკეტინგთან და იურიდიულ გუნდთან); შესყიდვები და ლოჯისტიკა: შესყიდვებთან და გადახდებთან დაკავშირებული საბუთების მომზადება; აღჭურვილობის, ავეჯისა და სხვა მასალების მიწოდების სტატუსის კონტროლი; დოკუმენტაციის მართვა: ხელშეკრულებების, ინვოისების, შეთავაზებებისა და პროექტებთან დაკავშირებული ტექნიკური ფაილების შეგროვება, გადამოწმება და სისტემატიზაცია; საერთაშორისო ურთიერთობები: წერილობითი კომუნიკაციის წარმოება საერთაშორისო პარტნიორებთან. საკვალიფიკაციო მოთხოვნები: მინიმუმ 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება არქიტექტურის, ინტერიერის დიზაინის ან მსგავს ტექნიკურ სფეროში;სასურველია ახალი ობიექტის გახსნის, სარემონტო ან რეკონსტრუქციის პროექტში მონაწილეობის გამოცდილება;ტექნიკური საკითხების გააზრებისა და პრობლემების იდენტიფიცირების უნარი;ფორსმაჟორულ ვითარებაში სწრაფი და ეფექტური გადაწყვეტილებების მიღების უნარი;ინგლისური ენის B2 დონეზე ცოდნა (როგორც წერითი, ასევე ვერბალური);MS Office პროგრამების (განსაკუთრებით Excel და PowerPoint) ცოდნა.

განაცხადის გაგზავნა →