← ყველა ვაკანსია

გაყიდვების სპეციალისტი

ITConnect

ITConnect აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების სპეციალისტის თანამდებობაზე. ხელფასი: დამოკიდებულია გამოცდილებასა და კვალიფიკაციაზე სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი (10:00-19:00) მდებარეობა: თბილისი, ჭავჭავაძის გამზირი ძირითადი მოვალეობები: ** shop.itconnect.ge-ზე განთავსებული პროდუქციის აქტიური გაყიდვა და მომხმარებლებისთვის კონსულტაციის გაწევა; ** ახალი B2B მომხმარებლების მოძიება და კომპანიებთან პირველადი კომუნიკაციის დამყარება; ** პოტენციურ და არსებულ მომხმარებლებთან სატელეფონო, ელ. ფოსტითა და სხვა საკომუნიკაციო არხებით ეფექტური კომუნიკაციის წარმოება; ** არსებული მომხმარებლების ბაზის რეგულარული დამუშავება, განვითარება და ურთიერთობის შენარჩუნება; ** მომხმარებლის საჭიროებების იდენტიფიცირება და შესაბამისი პროდუქტის ან სერვისის შეთავაზება; ** კომპანიებისთვის კომერციული შეთავაზებების მომზადება, გაგზავნა და შემდგომი Follow-up კომუნიკაციის წარმოება; ** გაყიდვების პროცესის სრული მართვა - პირველი კონტაქტიდან შეკვეთის წარმატებით დასრულებამდე; ** ცივი და თბილი ლიდების დამუშავება, კვალიფიცირება და გაყიდვების პროცესში გადაყვანა; ** კომპანიის პროდუქტებისა და სერვისების შესახებ მიზნობრივი ელ. ფოსტის კამპანიების დაგეგმვა და განხორციელება; ** პოტენციური მომხმარებლების სეგმენტირება პროდუქტების, ინტერესებისა და მიმდინარე შეთავაზებების მიხედვით; ** ახალი პროდუქტების, აქციებისა და სპეციალური შეთავაზებების კომუნიკაცია არსებულ და პოტენციურ მომხმარებლებთან; ** Cross-sell და Upsell შესაძლებლობების იდენტიფიცირება და გამოყენება გაყიდვების ზრდის მიზნით; ** მოთხოვნილი პროდუქტის მიუწვდომლობის შემთხვევაში მომხმარებლისთვის ალტერნატიული პროდუქტის შეთავაზება; ** ონლაინ მაღაზიიდან, სატელეფონო ზარებიდან და ელ. ფოსტიდან შემოსული შეკვეთებისა და მოთხოვნების დროული დამუშავება; ** პროდუქციის ფასების, მარაგებისა და მიწოდების პირობების დაზუსტება მომხმარებლისთვის; ** საჭიროების შემთხვევაში მომწოდებლებთან კოორდინაცია პროდუქციის ხელმისაწვდომობისა და შეკვეთების დეტალების დასაზუსტებლად; ** მომხმარებლების, ლიდებისა და გაყიდვების სტატუსების CRM-ში ან შესაბამის სისტემაში აღრიცხვა და განახლება; ** გაყიდვების შედეგების პერიოდული ანგარიშგების მომზადება უშუალო ხელმძღვანელისთვის; ** ინდივიდუალური გაყიდვების გეგმისა (Sales Target) და განსაზღვრული KPI-ების შესრულება. საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ** მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1-წლიანი პრაქტიკული გამოცდილება; ** გაყიდვების სფეროში, სასურველია B2B მიმართულებით, მუშაობის გამოცდილება; ** ტექნოლოგიური პროდუქტებისა და IT სფეროს მიმართ ინტერესისა და საბაზისო ცოდნის არსებობა; ** მომხმარებელთან ეფექტური კომუნიკაციისა და მოლაპარაკების უნარი; ** გაყიდვების პროცესის დამოუკიდებლად მართვის უნარი; ** ცივი და თბილი ლიდების ეფექტურად დამუშავების გამოცდილება; ** კომერციული შეთავაზებების მომზადებისა და Follow-up კომუნიკაციის წარმოების უნარი; ** CRM სისტემებთან მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად; ** მიზნებზე და შედეგებზე ორიენტირებულობა; ** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და ორგანიზებულობა. დაინტერესების შემთხვევაში თქვენი რეზიუმე გაგვიზიარეთ შემდეგ ელ. ფოსტაზე: recruitment@boundsolutions.ge CV-ს გამოგზავნით, თქვენ ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ: ** თქვენი პერსონალური მონაცემები (სახელი, გვარი, პირადი ნომერი, მისამართი, დაბადების თარიღი, ელფოსტა, ინფორმაცია განათლებისა და სამუშაო გამოცდილების (ადგილის) შესახებ და სხვა თქვენს მიერ მოწოდებული დამატებითი ინფორმაცია) დამუშავდეს ან/და შენახულ იქნეს შპს "ბოუნდ ეიჩარ სოლუშენის" მიერ; ** ასევე ეთანხმებით პერსონალური ინფორმაციის გადაცემას მესამე პირებისათვის (დამსაქმებელი კომპანიებისათვის); ** პერსონალური ინფორმაცია გამოყენებული იქნება მხოლოდ კანდიდატების სამუშაოს მაძიებლის შერჩევის პროცესში; ** პერსონალური ინფორმაციის შენახვის ვადა შეადგენს 1 (ერთი) წელს; აქვე განგიმარტავთ, რომ თქვენ ნებისმიერ დროს გაქვთ უფლება გამოიხმოთ აღნიშნული თანხმობა და მოითხოვოთ თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავების შეწყვეტა (მათ შორის: წაშლა, განადგურება და ა.შ.).

განაცხადის გაგზავნა →