← ყველა ვაკანსია

მიმტანი

რამეკაი

"რამეკაი" აცხადებს ვაკანსიას მიმტანის პოზიციაზე თუ გიყვართ ადამიანებთან ურთიერთობა, ხართ ყურადღებიანი, პასუხისმგებლობიანი და გსურთ იმუშაოთ გარემოში, სადაც სტუმართმოყვარეობა და მომსახურების მაღალი ხარისხი ერთ-ერთი მთავარი ღირებულებაა — "რამეკაის" გუნდი თქვენ გელოდებათ. გრაფიკი: 2/2 ანაზღაურება: 1200 ლარი (ხელზე) + სამადლობელო მისამართი: ვაკე, ჭავჭავაძის გამზირი #37 ძირითადი მოვალეობები: ** სტუმრების დახვედრა და მომსახურება; ** შეკვეთების სწორად მიღება და დროული, ხარისხიანი მიწოდების უზრუნველყოფა; ** სტუმრებისთვის მენიუს, კერძების, ინგრედიენტებისა და მომზადების წესის შესახებ ამომწურავი ინფორმაციის მიწოდება; ** მაგიდების მომზადება, მოწესრიგება და სერვისის სტანდარტების დაცვა; ** ანგარიშისა და გადახდასთან დაკავშირებული პროცესების სწორად წარმართვა; ** სტუმრების უკუკავშირისა და შესაძლო პრობლემების დროული გადაცემა მენეჯერისთვის; ** რესტორნის სისუფთავის, წესრიგისა და მომსახურების მაღალი სტანდარტის შენარჩუნებაში მონაწილეობა; ** გუნდთან ეფექტური თანამშრომლობა და საერთო შედეგზე ორიენტირება. საჭირო უნარები: ** აღნიშნულ სფეროში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად; ** ინგლისური ენის კარგი ცოდნა — აუცილებელია; ** გამართული კომუნიკაციისა და აქტიური მოსმენის უნარი; ** გუნდური მუშაობის უნარი; ** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა; ** ყურადღება დეტალების მიმართ; ** სწრაფ და დატვირთულ გარემოში მუშაობის უნარი; ** პოზიტიური დამოკიდებულება და პროფესიონალური ქცევა; ** სწავლისა და განვითარების სურვილი. რას გთავაზობთ ჩვენ: ** პროფესიონალურ და მეგობრულ სამუშაო გარემოს; ** განვითარების შესაძლებლობას; ** მუშაობას საინტერესო და მრავალფეროვან გუნდთან ერთად; ** დაზღვევას; ** თანამშრომლების კვებას; ** საღამოს საათებში ტრანსპორტირებას; ** თანამშრომლის სპეციალურ ფასდაკლებებს კომპანიის ობიექტებზე; ** უსაფრთხო სამუშაო გარემოს; ** 3 თვეში: 1-კვირიანი ფასიანი შვებულება დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე მითითებულ ელფოსტაზე: info@ramekai.com.

განაცხადის გაგზავნა →