← ყველა ვაკანსია

ქოლ-ცენტრის ოპერატორი

ენმედიცი

კლინიკა "ენმედიცი" აცხადებს ვაკანსიას ქოლ-ცენტრის ოპერატორის პოზიციაზე. სამუშაო ადგილი: თბილისი, ლ. მანაგაძის ქ. №3 სამუშაო გრაფიკი: სრული განაკვეთი ორშაბათი-პარასკევი 09:00-18:00სთ ანაზღაურება: 1000 ლარი ხელზე + ბონუსი ზარების მიხედვით ძირითადი მოვალეობები: ** შემომავალი ზარების მიღება და პაციენტებისთვის ინფორმაციის მიწოდება; ** პაციენტების ვიზიტებზე ჩაწერა; ** სატელეფონო მიმართვების პროგრამაში სწორად დაფიქსირება; ** მომხმარებელთა პროფესიული და თავაზიანი მომსახურება; ** ქოლ-ცენტრის შიდა პროცედურებისა და მომსახურების სტანდარტების დაცვა. მოთხოვნები: ** გამართული მეტყველება და კომუნიკაციის კარგი უნარები; ** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა; ** ყურადღებიანობა და ორგანიზებულობა; ** კომპიუტერთან მუშაობის საბაზისო უნარები; ** მომხმარებელთა მომსახურების/ქოლ-ცენტრში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად. ჩვენ გთავაზობთ: ** 1000 ლარს ხელზე + ბონუსს ზარების მიხედვით; ** სტაბილურ სამუშაო გარემოს; ** კლინიკის ამბულატორიულ სერვისებზე 40%-იან ფასდაკლებას; ** პროფესიული განვითარების შესაძლებლობას. დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოგზავნოთ CV: hr@enmedic.com ელფოსტის სათაურში მიუთითეთ: "ქოლ-ცენტრის ოპერატორი". პერსონალური მონაცემების დაცვა: კანდიდატის მიერ გამოგზავნილი CV და მასში მითითებული პერსონალური მონაცემები დამუშავდება ვაკანსიაზე კანდიდატის შერჩევისა და შეფასების მიზნით, საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის, მათ შორის "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად.

განაცხადის გაგზავნა →