← ყველა ვაკანსია

უმცროსი იურისტი

ნიუ ჰოსპიტალსი

მრავალპროფილური, მაღალტექნოლოგიური კლინიკა "ნიუ ჰოსპიტალსი" აცხადებს ვაკანსიას უმცროსი იურისტის პოზიციაზე. ჩვენ ვეძებთ მოტივირებულ, დამწყებ იურისტს, რომელსაც სურს პროფესიული განვითარება. სამუშაო გრაფიკი: სრული განაკვეთი ადგილმდებარეობა: თბილისი, კრწანისის ქ. N12 საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ** უმაღლესი იურიდიული განათლება; ** სამოქალაქო და ადმინისტრაციული სამართლის მატერიალური და საპროცესო ნორმების ცოდნა; ** ინგლისური ენის ცოდნა; ** საოფისე პროგრამების ცოდნა; ** სამართლებრივ დოკუმენტაციასთან მუშაობის გამოცდილება (სასურველია). ძირითადი ფუნქციები: ** კომპანიის იურისტის ასისტირება ყოველდღიურ საქმიანობაში; ** კომპეტენციის ფარგლებში იურიდიული კონსულტაციების გაწევა და დასკვნების მომზადებაში ჩართულობა; ** ხელშეკრულების გასაფორმებლად საჭირო დოკუმენტაციის შეგროვება/მომზადება; ** ხელშეკრულებებისა და ყოველდღიურ საქმიანობასთან დაკავშირებული დოკუმენტაციის მომზადებაში ჩართულობა; ** საკანონმდებლო ბაზის მონიტორინგი; ** იურიდიული არქივის მოწესრიგება, წარმოება და დადგენილი წესით შენახვა. პიროვნული თვისებები: ** განვითარებული პასუხისმგებლობის გრძნობა; ** დეტალებისადმი ყურადღება; ** ეფექტური კომუნიკაციის უნარი; ** სიზუსტე, აკურატულობა; ** ობიექტურობა და პრინციპულობა; დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, მოგვაწოდოთ თქვენი რეზუმე (СV) 10.10.2026-მდე ელ. მისამართზე vacancy@newhospitals.ge გთხოვთ, ელფოსტის სათაურის ველში (subject) მიუთითოთ - "უმცროსი იურისტი." თქვენს მიერ გაგზავნილი პერსონალური მონაცემები დაექვემდებარება დამუშავებასა და შენახვას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად.

განაცხადის გაგზავნა →