← ყველა ვაკანსია

არქიტექტორი

ნიუ ჰოსპიტალსი

მრავალპროფილური, მაღალტექნოლოგიური კლინიკა "ნიუ ჰოსპიტალსი" აცხადებს ვაკანსიას არქიტექტორის თანამდებობაზე. ჩვენ ვეძებთ მაღალკვალიფიციური გუნდის ღირსეულ წევრს. სამუშაო გრაფიკი: სრული შტატი. ადგილმდებარეობა: თბილისი, კრწანისის ქ. N12. საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ** უმაღლესი განათლება არქიტექტურის მიმართულებით; ** პროგრამების - ArchiCAD, Photoshop - ცოდნა; ** აღნიშნული მიმართულებით საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის და ნორმატიული მოთხოვნების ცოდნა; ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები: ** არქიტექტურული პროექტების ნახაზების შექმნის პროცესში მონაწილეობა; ** არქიტექტურულ ნახაზში ცვლილებების კორექტირება; ** სამშენებლო ობიექტებზე ვიზიტები, სამუშაოს მსვლელობის ზედამხედველობა; ** შეთანხმებულ პროექტთან მიმდინარე სამუშაოების შესაბამისობის დადგენა და რეპორტინგი; ** პროექტის შესათანხმებლად საჭირო სანებართვო დოკუმენტაციის მომზადების პროცესში მონაწილეობა; პროექტის შეთანხმება და მშენებლობის ნებართვის უზრუნველყოფა; ** პროექტირების პროცესში, საჭიროებიდან გამომდინარე, სხვადასხვა ეტაპზე ჩართულობა. პიროვნული თვისებები: ** განვითარებული პასუხისმგებლობის გრძნობა; ** დეტალებზე ორიენტირება; ** დროის მართვის უნარი; ** აკურატულობა, ორგანიზებულობა. დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, მოგვაწოდოთ თქვენი რეზუმე (СV) 10.10.2026-მდე ელ. მისამართზე vacancy@newhospitals.ge გთხოვთ, ელფოსტის სათაურის ველში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება, რომელზეც შემოგაქვთ განაცხადი. თქვენს მიერ გაგზავნილი პერსონალური მონაცემები დაექვემდებარება დამუშავებასა და შენახვას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად.

განაცხადის გაგზავნა →