მითერი
პინეო სამედიცინო ეკოსისტემა
შპს "პინეო სამედიცინო ეკოსისტემა" აცხადებს ვაკანსიას მითერის პოზიციაზე.
სამუშაო გრაფიკი: კვირაში 5 სამუშაო დღე, ორშაბათიდან-პარასკევის ჩათვლით, 09:30-17:30
ძირითადი მოვალეობები:
** თითოეულ შემოსულ პაციენტთან კომუნიკაცია, მათი მოთხოვნის გამოვლენა, დაკვალიანება და სწორი გადამისამართება;
** პაციენტთან თავაზიანი მომსახურება, რიგების მართვა და პრობლემური სიტუაციების მოგვარება;
** კომპანიაში არსებული მომსახურებების, სერვისებისა და სხვადასხვა შეთავაზებების შესახებ ინფორმაციის მუდმივად ფლობა და პაციენტის ინფორმირება საჭიროების შემთხვევაში;
დაინტერესებულმა პირებმა გადმოაგზავნეთ CV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: vacancy@pineo.ge
გთხოვთ, სათაურში მიუთითოთ პოზიცია/განყოფილება, წინააღმდეგ შემთხვევაში განაცხადი არ განიხილება.
CV-ს გამოგზავნით თქვენ ავტომატურად ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ კომპანიამ დაამუშაოს და შეინახოს თქვენ მიერ მოწოდებული პერსონალური მონაცემები CV-ს გამოგზავნიდან 6 თვის განმავლობაში. შენახვის მიზანია დამსაქმებელმა თქვენი ვაკანსიები განიხილოს სხვა პოზიციაზე ან/და მიმდინარე ვაკანსიის დახურვის შემთხვევაში დაგიკავშირდეთ მოგვიანებით, მას შემდეგ რაც მოხდება ვაკანსიის განახლება.
შპს "პინეო სამედიცინო ეკოსისტემა" მადლობას გიხდით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებას.
განცხადების მიღების ბოლო ვადაა 2026 წლის 09 ოქტომბრამდე.