ფარმაცევტი
პინეო სამედიცინო ეკოსისტემა
შპს "პინეო სამედიცინო ეკოსისტემა" აცხადებს ვაკანსიას ფარმაცევტის პოზიციაზე.
სამუშაო გრაფიკი: კვირაში 5 დღე, 09:30 -17:30სთ
ძირითადი მოვალეობები:
** კლინიკის ცენტრალურ აფთიაქში განყოფილებების მოთხოვნის საფუძველზე მომწოდებლებიდან მიღებული ერთჯერადი სამედიცინო დანიშნულების მასალების მიღებისას შემოსული პროდუქციის თანხვედრის შემოწმება ზედნადებთან;
** ფარმაცევტული საქონლის ვადების შემოწმება და დასაწყობება;
** ერთჯერადი და სახარჯი მასალის გაცემა განყოფილებებიდან წარმოდგენილი მოთხოვნა (რეცეპტის) საფუძველზე, რომელიც აღირიცხება პროგრამულად და გამოყოფილია მედიკამენტებისაგან;
** მომწოდებლებიდან მიღებული პროდუქციის შეტანა/აღრიცხვა სამედიცინო პროგრამაში;
** სისუფთავის და წესრიგის დაცვა
** ყოველი თვის განმავლობაში ნაშთების გადამოწმება (საქონელბრუნვის სიდიდის გამო);
** თვის ბოლოს აღწერის გაკეთება და პროგრამული ნაშთის შედარება ფაქტობრივ ნაშთთან აფთიაქის ხელმძღვანელთან ერთად;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
აუცილებელია მსგავს პოზიციაზე მუშაობის 6 თვიანი გამოცდილება.
სავალდებულოა კანდიდატმა წარმოადგინოს: ფარმაცევტის დიპლომი.
დაინტერესებულმა პირებმა გადმოაგზავნეთ CV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: vacancy@pineo.ge
გთხოვთ, სათაურში მიუთითოთ პოზიცია/განყოფილება, წინააღმდეგ შემთხვევაში განაცხადი არ განიხილება.
CV-ს გამოგზავნით თქვენ ავტომატურად ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ კომპანიამ დაამუშაოს და შეინახოს თქვენ მიერ მოწოდებული პერსონალური მონაცემები CV-ს გამოგზავნიდან 6 თვის განმავლობაში. შენახვის მიზანია დამსაქმებელმა თქვენი ვაკანსიები განიხილოს სხვა პოზიციაზე ან/და მიმდინარე ვაკანსიის დახურვის შემთხვევაში დაგიკავშირდეთ მოგვიანებით, მას შემდეგ რაც მოხდება ვაკანსიის განახლება.
შპს "პინეო სამედიცინო ეკოსისტემა" მადლობას გიხდით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებას.
განცხადების მიღების ბოლო ვადაა 2026 წლის 09 ოქტომბრამდე.