ექთანი
პინეო სამედიცინო ეკოსისტემა
შპს "პინეო სამედიცინო ეკოსისტემა" აცხადებს ვაკანსიას ექთნის პოზიციაზე შემდეგ განყოფილებაში: მოზრდილთა რეანიმაციაში მორიგე ექთანი განყოფილების (სამუშაო გრაფიკი: 16 სთ მორიგეობა ყოველ მე-4 დღეს)
ძირითადი მოვალეობები:
** კვალიფიციური საექთნო მომსახურების გაწევა კომპანიაში დანერგილი გაიდლაინების გათვალისწინებით;
** საავადმყოფოს მიერ შემუშავებული პროცედურების (ფორმალური და არაფორმალური წესები) და პროტოკოლების (პაციენტის მდგომარეობაზე დაკვირვება, ჩანაწერები და სხვა) შესრულება, მისი კომპეტენციის ფარგლებში;
** საექთნო დოკუმენტწარმოება;
** საქმიანობასთან დაკავშირებული სხვადასხვა დავალებების შესრულება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** აუცილებელია მსგავს პოზიციაზე სამუშაო გამოცდილება
** სავალდებულოა კანდიდატმა წარმოადგინოს ჩამოთვლილთაგან ერთ-ერთი დოკუმენტი:
** პროფესიული კოლეჯის პრაქტიკოსი ექთნის სწავლების დიპლომი/მედდის კვალიფიკაციის დიპლომი ან ცნობა უნივერსიტეტიდან (მინიმუმ VII სემესტრი)
დაინტერესებულმა პირებმა გადმოაგზავნეთ CV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: vacancy@pineo.ge და გთხოვთ, სათაურში მიუთითოთ პოზიცია/განყოფილება, წინააღმდეგ შემთხვევაში განაცხადი არ განიხილება.
CV-ს გამოგზავნით თქვენ ავტომატურად ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ კომპანიამ დაამუშაოს და შეინახოს თქვენ მიერ მოწოდებული პერსონალური მონაცემები CV-ს გამოგზავნიდან 6 თვის განმავლობაში. შენახვის მიზანია დამსაქმებელმა თქვენი ვაკანსიები განიხილოს სხვა პოზიციაზე ან/და მიმდინარე ვაკანსიის დახურვის შემთხვევაში დაგიკავშირდეთ მოგვიანებით, მას შემდეგ რაც მოხდება ვაკანსიის განახლება.
შპს "პინეო სამედიცინო ეკოსისტემა" მადლობას გიხდით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებას.
განცხადების მიღების ბოლო ვადაა 2026 წლის 09 ოქტომბრამდე.