← ყველა ვაკანსია

ტექნიკოსი ATM/POS მიმართულებით

ბს/2 ჯორჯია · ოზურგეთი

ბს/2 ჯორჯია აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე - ტექნიკოსი ATM/POS მიმართულებით - ოზურგეთი. "ბს/2 ჯორჯია" აცხადებს ვაკანსიას ATM და POS საბანკო მოწყობილობების მომსახურე ტექნიკოსის პოზიციაზე ოზურგეთში, ლანჩხუთსა და ჩოხატაურში. "ბს/2" ჯორჯია წარმოადგენს საერთშორისო ჰოლდინგის -"Penki Kontinentai" ჯგუფის შვილობილ კომპანიას, რომელიც 2009 წლიდან თანამშრომლობს საქართველოში წამყვან ბანკებთან, სთავაზობს მათ ინოვაციურ პროგრამულ და ტექნოლოგიურ გადაწყვეტილებებს ფინანსური და საცალო სექტორისთვის. ჩვენი კომპანიის შესახებ ვიდეორგოლის სანახავად გადადით ბმულზე: Explore BS/2 Georgia: Office Tour, Team Events, and More ლოკაცია: ოზურგეთი, ლანჩხუთი ან ჩოხატაური. ანაზღაურება: 1300-2000 ლარი (ხელზე ასაღები). ძირითადი ფუნქცია - მოვალეობები: ** ATM/PayBox მოწყობილობების პროგრამული უზრუნველყოფის განახლება, კონფიგურაცია ** ტექნიკური პრობლემების დიაგნოსტიკა და დაზიანებული ნაწილების შეკეთება, ან საჭიროების შემთხვევაში მათი ჩანაცვლება ** მოწყობილობების სისტემურ ქსელებთან დაკავშირება ან/და გამართვა ** მოწყობილობების პერიოდული პროფილაქტიკური შემოწმება ** ATM/PayBox სისტემების უსაფრთხოების პროტოკოლების და ინსტრუქციების დაცვა ** EFTPOS საგადასახადო მოწყობილობების დაყენება და კონფიგურაცია მოთხოვნები: ** B კატეგორიის მართვის მოწმობა და საკუთარი პატარა ძრავიანი ავტომობილის ქონა; ** ოპერაციული სისტემისა და საოფისე პროგრამების ცოდნა; ** ქსელების საფუძვლების ცოდნა (TCP/IP, LAN); ** კომპიუტერის არქიტექტურის ცოდნა; ** სასურველია განათლება ტექნიკური, ან IT მიმართულებით. ჩვენ გთავაზობთ: ** კვალიფიკაციის მუდმივად ამაღლების შესაძლებლობას; ** კონკურენტუნარიან ანაზღაურებას, გამოცდილების შესაბამისად; ** საბონუსე სისტემას, შესრულებული დავალებების გათვალისწინებით; ** საჭიროების შემთხვევაში, ზეგანაკვეთური საათების გაზრდილი ტარიფით ანაზღაურებას; ** საკუთარი ავტომობილით თანამშრომლობის შემთხვევაში იჯარის ანაზღაურებას და ავტომობილის დაზღვევას; ** საწვავის ხარჯების ანაზღაურებას; ** პარკირების გადასახადის უზრუნველყოფას; ** სამსახურებრივი მიზნებისთვის მობილურ ტელეფონს, ულიმიტო საკომუნიკაციო და ინტერნეტ პაკეტს; ** ჯანმრთელობის დაზღვევას და Fitpass-ს. გისურვებთ წარმატებას! გაცნობებთ, რომ ჩვენს ვაკანსიაზე თქვენი მონაცემების გამოგზავნით, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, აცხადებთ თანხმობას რომ შპს "ბს/2 ჯორჯია"-მ დაამუშაოს თქვენი პერსონალური მონაცემები ვაკანსიასთან შესაბამისობის დადგენის მიზნით. ამასთან, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შეიძლება განხილულ იქნას სხვა ვაკანტური პოზიციისთვის. თქვენი რეზიუმე შესაძლოა შენახული იქნას 1 წლის განმავლობაში. ვაკანსიის შესახებ დეტალური ინფორმაციის გასაცნობად და რეზიუმეს გადმოსაგზავნად გთხოვთ ეწვიოთ მოცემულ ბმულს: https://hel-ai.com/apply/5D6yAGsb

განაცხადის გაგზავნა →