← ყველა ვაკანსია

ექაუნთ მენეჯერი

Studio 9:16

Studio 9:16 არის TikTok ფროდაქშენ სტუდია, რომელიც ქმნის ვირუსულ, კრეატიულ და შედეგზე ორიენტირებულ ვიდეო კონტენტს. ჩვენ ვეძებთ ორგანიზებულ და ენერგიულ ექაუნთ მენეჯერს, რომელიც აიღებს პასუხისმგებლობას პროექტების სრულ ციკლზე — კლიენტის ბრიფიდან ვიდეოს ჩაბარებამდე. თუ შეგიძლია მართო მოლოდინები, მოაგვარო პრობლემები სისწრაფეში და გესმის ვიდეო წარმოების პროცესი, ეს პოზიცია შენთვისაა! რას გააკეთებ შენ: ** შენი მთავარი მიზანია პროექტების შეუფერხებელი მართვა და კლიენტებთან გრძელვადიანი, პოზიტიური ურთიერთობის ჩამოყალიბება. ** კლიენტებთან კომუნიკაცია: ყოველდღიური კომუნიკაცია (სატელეფონო, მეილი, მესენჯერი), შეხვედრებისა და "სტატუს ქოლების" ორგანიზება. ** პროექტის მენეჯმენტი: ბრიფიდან ვიდეოს ჩაბარებამდე მთელი პროცესის მართვა. შეხვედრებზე მიღებული გადაწყვეტილებების "თასქებად" ქცევა და დელეგირება Task Management სისტემაში. ** Pre-production და პროდაქშენი: გადაღების პროცესის მენეჯმენტი : ლოკაციების/რეკვიზიტების შეთანხმება კლიენტთან, კომუნიკაცია სპიკერთან და კონტენტის გუნდთან ** დედლაინების კონტროლი: ვადების მკაცრი დაცვა ყველა ეტაპზე (ბრიფი, იდეა, სკრიპტი, გადაღება, მონტაჟი). ** რისკების მართვა: პროცესში არსებული "ბოთლნექების" (შეფერხებების) დროული აღმოჩენა და აღმოფხვრა. რა მოგეთხოვება: ** გამოცდილება: მინიმუმ 1 წელი ექაუნთ მენეჯერის ან პროდიუსერის პოზიციაზე (სარეკლამო ან პროდაქშენ სფეროში). ** ინსტრუმენტები: Task Management პროგრამებთან მუშაობის გამოცდილება (მაგ: Asana, Trello, ClickUp, Jira ან მსგავსი). ** სისწრაფე: მაღალ სამუშაო ტემპში ოპერირებისა და მულტიტასკინგის უნარი. ** კომუნიკაცია: გამართული ვერბალური და წერილობითი კომუნიკაციის უნარი. პიროვნული უნარები: ** Ownership: ლიდერული თვისებები და პროექტზე პასუხისმგებლობის (Ownership) აღების უნარი. ** Problem Solving: პრობლემების სწრაფად და დამოუკიდებლად გადაჭრის უნარი. ** ემპათია: გუნდის წევრებისა და კლიენტების საჭიროებების სწორად გაგება და გათვალისწინება. ** დეტალებზე ორიენტირებულობა: მაქსიმალური ყურადღება დეტალების მიმართ, რათა არაფერი გამოგრჩეს. რას გთავაზობთ: ** ანაზღაურება: 1500-დან 2500 ლარამდე (Net), გამოცდილებისა და კვალიფიკაციის მიხედვით. ** შესაძლებლობას, იმუშაო სწრაფად მზარდ და კრეატიულ ინდუსტრიაში. ** მეგობრულ და განვითარებაზე ორიენტირებულ გუნდს. ** სამუშაო გრაფიკი: სრული განაკვეთი - 40 საათი, 3 დღე ოფისი/2 დღე ონლაინ დაინტერესების შემთხვევაში, შეავსეთ განაცხადის ფორმა: განაცხადის ფორმა: https://docs.google.com/forms/d/1U_mMBiTHxI6be_4ZcbIKZufhshpVjOKntlYP2LKWg5c/edit

განაცხადის გაგზავნა →