გაყიდვების მენეჯერი
ტოპოგრაფი
"ტოპოგრაფი" აცხადებს ვაკანსიას დეველოპერული კომპანიისთვის, მრავალსართულიანი საცხოვრებელი კომპლექსის გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე.
სამუშაო პირობები:
** სამუშაო განაკვეთი: სრული, ადგილზე
** სამუშაო ადგილი: თბილისი
** სამუშაო საათები: 5 სამუშაო დღე; 10:00 - 18:00
ძირითადი მოვალეობები:
** პოტენციური კლიენტებისთვის პროექტების შესახებ ინფორმაციის ეფექტურად მიწოდება;
** მოლაპარაკებებისა და ხელშეკრულებების გაფორმების პროცესის წარმართვა;
** ობიექტზე ვიზიტის დაგეგმვა;
** არსებულ და ახალ კლიენტებთან გრძელვადიანი ურთიერთობების ჩამოყალიბება და განვითარება;
** კლიენტების ბაზის მართვა შესაბამის პროგრამებში;
** გაყიდვების სტიმულირების პროცესში აქტიური მონაწილეობა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** დეველოპერულ პროექტებში გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
** გამართული ვერბალური კომუნიკაცია;
** მოლაპარაკებისა და დარწმუნების უნარი;
** საოფისე კომპიუტერულ პროგრამებთან მუშაობის უნარი;
** უცხო ენების ცოდნა;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და გუნდური მუშაობის უნარი;
** კომუნიკაბელურობა, ორგანიზებულობა და პუნქტუალურობა.
ანაზღაურება: ფიქსირებული ხელფასი 2500₾ (NET) + ბონუსი
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr.topograph@gmail.com და სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება. დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.
CV-ის გამოგზავნით თქვენ ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, კომპანიამ დაამუშაოს და შეინახოს თქვენი პერსონალური მონაცემები 1 წლის განმავლობაში. დამსაქმებელი უფლებამოსილია თქვენი მონაცემები განიხილოს სხვა ვაკანსიებისთვისაც.
გისურვებთ წარმატებას!