← ყველა ვაკანსია

Help Desk ინჟინერი

scapp

სს "მიკროსაფინანსო ორგანიზაცია სკაპ"-ი აცხადებს ვაკანსიას Help Desk Engineer-ის თანამდებობაზე. ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები: ** კომპანიის კომპიუტერული, ქსელური და პერიფერიული ტექნიკის გამართული მუშაობის უზრუნველყოფა; ** თანამშრომლების ტექნიკური მხარდაჭერა (ადგილზე და დისტანციურად) და საჭიროების შემთხვევაში მათი ინსტრუქტაჟი/ტრენინგი; ** ოპერაციული სისტემების (MS Windows 7, 8, 10, 11) ინსტალაცია, კონფიგურაცია, დიაგნოსტიკა და ხარვეზების აღმოფხვრა; ** პერიფერიული მოწყობილობების (პრინტერები, სკანერები) და IP ტელეფონების ინსტალაცია/კონფიგურირება; ** შიდა ლოკალური ქსელის (LAN, Wi-Fi, DHCP/DNS) საბაზისო მონიტორინგი და ხარვეზების დროული აღმოფხვრა; ** ტექნიკური ინციდენტების მართვა (Ticketing სისტემაში); ** ტექნიკური აღჭურვილობის რეგულარული პროფილაქტიკური სამუშაოების შესრულება; საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ** IT მხარდაჭერის მიმართულებით მუშაობის მინიმუმ 1-წლიანი გამოცდილება; ** MS Windows (7, 8, 10, 11) ოპერაციული სისტემების მაღალ დონეზე ცოდნა; ** IP ტელეფონიასთან და პერიფერიულ მოწყობილობებთან მუშაობის გამოცდილება; ** ლოკალური ქსელებისა და ინტერნეტ-პროტოკოლების საბაზისო ცოდნა; ** დისტანციური დახმარების პროგრამების ცოდნა (TeamViewer, AnyDesk და ა.შ.); ** ინგლისური ენის საშუალო დონეზე ცოდნა (ტექნიკურ დოკუმენტაციასთან მუშაობისთვის); ** Active Directory-სთან მუშაობის გამოცდილება; სხვა მოთხოვნები და უნარები: ** რამდენიმე ამოცანაზე პარალელურად მუშაობისა და პრიორიტეტების სწორად გადანაწილების უნარი; ** პრობლემების სწრაფად იდენტიფიცირებისა და ოპერატიულად გადაჭრის უნარი (სისხარტე); ** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა, ორგანიზებულობა და დეტალებზე ორიენტირებულობა; ** ეფექტური კომუნიკაციისა და გუნდური მუშაობის უნარი ** დატვირთულ და ინტენსიურ რეჟიმში მუშაობის უნარი სამუშაო პირობები: ** განაკვეთი: სრული, კვირაში მაქსიმუმ 40 საათი. ** გამოსაცდელი ვადა: 3 თვე ** ანაზღაურება: განისაზღვრება კანდიდატის კვალიფიკაციის შესაბამისად. დაინტერესებულმა პირებმა გთხოვთ შეავსეთ აპლიკაცია ლინკზე: https://scapp.selfrecruit.ge/s/lL7nH ან/და ატვირთეთ თქვენი რეზიუმე (CV) წარმატებებს გისურვებთ!

განაცხადის გაგზავნა →