← ყველა ვაკანსია

რეაბილიტაციის კლუბის ასისტენტი

კენ ვოლკერის კლინიკა

კენ ვოლკერის სახელობის სამედიცინო რეაბილიტაციის საუნივერსიტეტო კლინიკის თბილისის ფილიალის აცხადებს ვაკანსიას რეაბილიტაციის კლუბის ასისტენტის პოზიციაზე. რეჰაბილიტაციის კლუბის ასისტენტის ფუნქცია-მოვალეობები ძირითადად ორიენტირებულია მომხმარებელთა უშუალო მოვლაზე, უსაფრთხოებისა და აქტიური თანამონაწილეობის ხელშეწყობაზე. მოვალეობები: ** დახვედრა და გაცილება: მომხმარებლის მიღება რეჰაბ კლუბში შემოსვლისას და მათი უსაფრთხო გაცილება დღის ბოლოს. ** კვებაში დახმარება: საკვების მიწოდება, მაგიდის გაწყობა და იმ ბენეფიციარების უშუალო გამოკვება, რომლებსაც აღენიშნებათ დამოუკიდებლად კვების სირთულეები. ** ჰიგიენური პროცედურების მხარდაჭერა: საჭიროების შემთხვევაში, მომხმარებლების დახმარება პირადი ჰიგიენის მოწესრიგებისას. ** გასართობ აქტივობებში ჩართულობა: კოორდინატორთან ერთად დაგეგმილი აქტივობების მიმდინარეობისას კლუბის მომხმარებლების წახალისება და დახმარება. ** ემოციური მხარდაჭერა: მომხმარებლებთან თბილი, პატივისცემითი კომუნიკაციის დამყარება, მათი მოსმენა და პოზიტიური განწყობის შექმნა. ** გადაადგილებაში დახმარება: მობილობისათვის დამხმარე საშუალებების მომხმარებელ პირთა დახმარება სივრცეში გადაადგილებისას ** გარემოს წესრიგი: დასასვენებელი სივრცეების სისუფთავის, წესრიგისა და უსაფრთხოების კონტროლი ** კოორდინატორის ინსტრუქციების შესრულება: დღის მანძილზე წარმოქმნილი მიმდინარე საორგანიზაციო დავალებების სწრაფი და ეფექტური შესრულება. საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ** მსგავს სფეროში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად ** სხვადასხვა საჭიროების მქონე პირთან მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად პროფესიული და პიროვნული უნარ-ჩვევები: ** ყურადღებიანი და მობილიზებული ** მოტივირებული მოცემულ სფეროში მუშაობის ** პოზიტიური და კეთილგანწყობილი ** პუნქტუალურობა და პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა ** ყურადღებიანი დეტალების მიმართ, შენიშვნების მიღებისა და გათვალისწინების უნარი ** ენერგიული, ორგანიზებული და ინტენსიურ სამუშაო რიტმში მუშაობის უნარის მქონე; ** დროის ეფექტურად მართვის უნარი ჩვენ გთავაზობთ: ** კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით სპეციალიზებულ ტრენინგების გავლას. ** მეგობრულ და გუნდურ გარემოს. ** სამუშაო განრიგი: სრული განაკვეთი - ორშაბათიდან - პარასკევის ჩათვლით - 08.00 -17.00 სთ. დაინტერესებულმა პირებმა გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ რეზიუმე ელექტრონულ მისამართზე: hr@kwclinic.ge სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება: ასისტენტის პოზიცია.

განაცხადის გაგზავნა →