მძღოლი
Made to Make
შპს "Made To Make", ოფიციალური წარმომადგენელი და იმპორტიორი კომპანია ისეთი გლობალური ბრენდებისა, როგორებიცაა 3M, Coverguard, DuPont, Dunlop, Smirdex, Starline, Scott და სხვა, გთავაზობთ ვაკანსიას მძღოლის პოზიციაზე.
სამუშაო ადგილმდებარეობა: თბილისი, აკაკი წერეთლის გამზირი 41.
სამუშაო განაკვეთი: კვირის სამუშაო დღეები: 10:00-18:30 სთ; შაბათი - 10:00-14:00 სთ.; ყოველი მეორე შაბათი დასვენების დღე.
ანაზღაურება: ხელზე ასაღები 1500 ლარი.
ბენეფიტები: თანამშრომლის ფასდაკლება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები და პიროვნული თვისებები:
** პასუხისმგებლობა დაკისრებული ვალდებულებების მიმართ;
** ორგანიზებულობა, შრომისმოყვარეობა, კომუნიკაბელურობა, პუნქტუალურობა;
** სასურველია მუშაობის გამოცდილება მსგავს პოზიციაზე.
ძირითადი მოვალეობები:
** საწყობის მიერ გაცემული ტვირთის მითვლა და ჩაბარება;
** ზედნადების და კომპანიის პროდუქციის კოდების გარჩევა-წაკითხვა;
** წესრიგის დაცვა (სამუშაო დრო, უნიფორმის ტარება);
** შედგენილი გრაფიკის მიხედვით დანიშნულების ადგილზე დროულად მისვლა;
** ავტომობილში საწვავის რაოდენობის შემოწმება, მონიტორინგი, ავტომობილის გარბენის და სარემონტო ჩანაწერების წარმოება, ავტომობილში სისუფთავის დაცვა;
** კომპანიას ჰყავს ავტომობილები - MERCEDES SPRINTER, FORD CONNECT, FORD TRANSIT, კანდიდატს უნდა ჰქონდეს მსგავსი ავტომობილების მართვის გამოცდილება.
თუ თქვენი მონაცემები აკმაყოფილებს ჩამოთვლილ მოთხოვნებს, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV შემდეგ მისამართზე k.kakubava@m2m.ge. გთხოვთ, Subject-ის ველში მიუთითოთ სასურველი ვაკანსიის დასახელება (მძღოლი), წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენი CV არ განიხილება.
კონკურსის ფორმა: კონკურსი ჩატარდება ინტერვიუს სახით.