გაქირავების თანამშრომელი
სქი-გუდაური · გუდაური
"Ski Gudauri" აცხადებს ვაკანსიას გაქირავების თანამშრომლის პოზიციაზე.
სამუშაო ადგილი: გუდაური
სამუშაო პერიოდი: სეზონური — დეკემბრიდან აპრილის ჩათვლით
ანაზღაურება: 1800 ლარი + ბონუსი
სამუშაო გრაფიკი: 09:00-21:00
კვირაში 6 სამუშაო დღე
ზეგანაკვეთური სამუშაო ანაზღაურებადია
ვეძებთ ენერგიულ, პასუხისმგებლობიან და კომუნიკაბელურ თანამშრომელს, რომელიც შეუერთდება ჩვენს სათხილამურო აღჭურვილობის გაქირავების გუნდს გუდაურში.
ძირითადი მოვალეობები:
** მომხმარებლების მიღება და კონსულტაცია (შევასწავლით ადგილზე);
** სათხილამურო და სნოუბორდის აღჭურვილობის შერჩევაში დახმარება;
** აღჭურვილობის გაცემა და დაბრუნების პროცესის მართვა;
** გაქირავების სივრცეში წესრიგისა და ორგანიზებულობის უზრუნველყოფა;
** მაღალი ხარისხის მომსახურების უზრუნველყოფა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** მომსახურების სფეროში მუშაობის გამოცდილება;
** კარგი კომუნიკაციის უნარი;
** ინგლისური ენის კარგი ცოდნა;
** სხვა უცხო ენების ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად;
** სხარტი და ენერგიული;
** ყურადღებიანი და პასუხისმგებლობიანი;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** თხილამურებთან ან/და სნოუბორდთან დაკავშირებული ცოდნა და გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად.
ჩვენ გთავაზობთ:
** პერფორმანსზე დაფუძნებულ კარგ საბონუსე სისტემას;
** საცხოვრებლით უზრუნველყოფა გუდაურში;
** ტრანსპორტირებით უზრუნველყოფას;
** ანაზღაურებად ზეგანაკვეთურ სამუშაოს;
** სამუშაოს დაწყებამდე ადგილზე გაივლით შესაბამის გადამზადებას - სამუშაოს სპეციფიკას, აღჭურვილობასთან მუშაობასა და შიდა პროცესებს სრულად შეგასწავლით;
** აქტიურ სამუშაო გარემოს გუდაურის ერთ-ერთ ყველაზე გამოცდილ სათხილამურო კომპანიაში.
დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ გამოაგზავნოთ CV ელფოსტაზე info@skigudauri.ge.