← ყველა ვაკანსია

მექანიკური სისტემების საიტ ინჟინერი

ბრიტანია დეველოპმენტ

სამშენებლო კომპანია შპს "ბრიტანია დეველოპმენტი" აცხადებს ვაკანსიას მექანიკური სისტემების საიტ ინჟინრის პოზიციაზე. კომპანია გთავაზობთ მუდმივ სამსახურს. სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-შაბათი 9:00-18:00სთ. კომპანია ოპერირებს თბილისში. შრომის ანაზღაურების ოდენობა განისაზღვრება გამოცდილებიდან გამომდინარე. ხელფასი გაიცემა თვეში ერთხელ განსაზღვრულ დღეს ძირითადი მოვალეობები: ** ობიექტზე მექანიკური სისტემების სამონტაჟო სამუშაოების ორგანიზება და ზედამხედველობა; ** HVAC სისტემების — გათბობა, გაგრილება და ვენტილაცია — მონტაჟის კონტროლი; ** წყალმომარაგების, წყალარინების და სახანძრო სისტემების სამუშაოების კონტროლი; ** შესრულებული სამუშაოების საპროექტო დოკუმენტაციასთან შესაბამისობის შემოწმება; ** საინჟინრო ნახაზებისა და ტექნიკური დოკუმენტაციის განხილვა გამოყენებული მასალებისა და შესრულებული სამუშაოების ხარისხის კონტროლი; ** ქვეკონტრაქტორებისა და სამუშაო ჯგუფების კოორდინაცია; ** ობიექტზე წარმოშობილი ტექნიკური საკითხების იდენტიფიცირება და გადაწყვეტა; ** სამუშაოების ვადებისა და შესრულების პროგრესის მონიტორინგი; ** პროექტის მენეჯერთან, დიზაინერებთან და სხვა საინჟინრო მიმართულებებთან კოორდინაცია; ** საჭიროების შემთხვევაში შესრულებული სამუშაოების შესახებ ანგარიშებისა და დოკუმენტაციის მომზადება. საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ** უმაღლესი განათლება მექანიკის ინჟინერიის, ელექტროინჟინერიის, სამშენებლო ინჟინერიის ან მომიჯნავე მიმართულებით; ** სამშენებლო სფეროში მინიმუმ 3 წლიანი სამუშაო გამოცდილება; ** MEP სისტემებისა და სამშენებლო პროცესების კარგი ცოდნა; ** ტექნიკური და საპროექტო დოკუმენტაციის წაკითხვისა და გაანალიზების უნარი; ** AutoCAD-ის ცოდნა; ** საინჟინრო სტანდარტებისა და სამშენებლო ნორმების ცოდნა; ** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და დეტალებზე ორიენტირებულობა; ** ძლიერი კომუნიკაციისა და გუნდური მუშაობის უნარი; ** პრობლემების სწრაფად იდენტიფიცირებისა და ეფექტური გადაწყვეტის უნარი. დაინტერესებული კანდიდატებს ვთხოვთ გამოგზავნოთ თქვენი განაცხადი (ნებისმიერი ფორმით, სახელის, გვარის, ტელეფონის ნომრის და გამოცდილების მითითებით) შემდეგი ელ. ფოსტის მისამართზე: hr@britania.ge ან დაგვიკავშირდით +995 593 69 37 14

განაცხადის გაგზავნა →