← ყველა ვაკანსია

სოციალური მედიის მენეჯერი

ნატურლენდი

კომპანია "ნატურლენდი" წარმოადგენს ერთ-ერთ ლიდერ სადისტრიბუციო კომპანიას საქართველოში ბავშვთა კვების, კოსმეტიკის, ჰიგიენისა და ტექნიკის სფეროში. კომპანია აცხადებს ვაკანსიას სოც. მედია მენეჯერის თანამდებობაზე. დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ ჩვენი გვერდი: shop.naturland.ge სამუშაო პირობები: ** სამუშაო ადგილი: თბილისი; ** სამუშაო დრო: ორშ-პარ 10:00 - 18:00 სთ ** გამოსაცდელი ვადა: 3 თვე (ანაზღაურებადი) ** დისტანციური მუშაობა არ განიხილება სოც. მედია მენეჯერის ძირითადი მოვალეობაა მისთვის ჩაბარებული ბრენდის/ბრენდების სოციალური მედია სტრატეგიის შემუშავება, არსებული იმიჯის მუდმივი მონიტორინგი და მის გაუმჯობესებაზე ზრუნვა. ძირითადი მოვალეობები: ** სოციალური მედია არხების მართვა და მონიტორინგი; მომხმარებელთან კომუნიკაცია; ** სოციალური მედია სტრატეგიისა და კამპანიების დაგეგმვა, განხორციელება მარკეტინგული პრიორიტეტების მიხედვით; ** სამიზნე აუდიტორიის განსაზღვრა, კონტენტის შემუშავება, ვიზუალური მასალების მომზადება გრაფიკულ დიზაინერთან ერთად; ** სოციალურ ქსელებში სარეკლამო კამპანიების დაგეგმვა, მართვა და რეპორტინგი; ** პროდუქციის ფასებისა და ასორტიმენტის სრულფასოვანი ცოდნა; ** კონკურენტი ბრენდების ასორტიმენტისა და აქტივობების მუდმივი მონიტორინგი სოც.მედია არხების საშუალებით. მოთხოვნები: ** ციფრული მარკეტინგის ინსტრუმენტების ცოდნა; ** სასურველია განათლება მარკეტინგის/PR-ის მიმართულებით; ** სასურველია ინგლისური ან რუსული ენების ცოდნა; ** Google Ads, Google Analytics - ის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად. პიროვნული უნარ-ჩვევები: ** კრეატიული; ** პასუხისმგებლობის მქონე; ** დადგენილ ვადებში მუშაობის უნარი. "ნატურლენდი" გთავაზობთ: ** ფიქსირებულ ხელფასს + ბონუსი; ** ჯანმრთელობის დაზღვევა + fitpass; ** მეგობრული გუნდი და სამუშაო გარემო. დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ გამოაგზავნონ CV თანდართული ფოტოსურათით მისამართზე: vacancy.naturland@gmail.com.

განაცხადის გაგზავნა →