← ყველა ვაკანსია

ადმინისტრაციული მენეჯერი

გლდანი მოლი

გლდანი მოლი აცხადებს ვაკანსიას ადმინისტრაციული მენეჯერის პოზიციაზე. ძირითადი მოთხოვნები/მოვალეობები: ** უმაღლესი განათლება; ** საოფისე საქმის წარმოება და ოფისის გამართული მუშაობის უზრუნველყოფა ** სავალდებულოა კომპიუტერული პროგრამების - Word, Excel, Outlook - ის გამართული ცოდნა; ** დოკუმენტაციასთან მუშაობის გამოცდილება; ** სამუშაოს ორგანიზება და დაგეგმვის უნარი; ** სამუშაოს დადგენილ ვადებში შესრულების უნარი; ** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა; ** გუნდური მუშაობის უნარი. ** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად. ძირითადი მოვალეობები: ** კანცელარიის მოწესრიგება (დოკუმენტები, სკანერი და ა.შ) ** სატელეფონო ზარების პასუხი, კონტროლი და შესაბამის პიროვნებასთან გადამისამართება; ** ოფისში სტუმრების მიღება; ** ფოსტის მიღება-გაგზავნა; ** წერილის, ოქმის და განცხადების მომზადება; ** ოფისში სამუშაო პირობების შექმნა (საკანცელარიო, საინფორმაციო მასალებით უზრუნველყოფის ორგანიზება); ** შეხვედრების ორგანიზება; ** დირექტორის მიერ მიცემული სხვადასხვა დავალებების შესრულება; ** კომპანიის თანამშრომლების მონაცემების ადმინისტრირების პროცესის მართვა, შესაბამის ბაზასთან მუშაობა: შვებულებების, დანიშვნა/განთავისუფლების აღრიცხვა, ყოველთვიური რეპორტინგი უშუალო ხელმძღვანელთან; ** მოიჯარეთა ბაზების რეესტრის შედგენა; ** მიღებული დავალებებისა და მითითებების შესრულება; პიროვნული თვისებები/უნარები: ** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა; ** საკუთარი თავის მართვის უნარი; ** გუნდური მუშაობის უნარი; ** სხარტი აზროვნების უნარი; ** დეტალებზე ორიენტირებული ** თავაზიანობა; ** კომუნიკაბელურობა; ** ორგანიზებულობა; ** მიზანზე ორიენტაციის უნარი; ** ენერგიულობა ანაზღაურება: 1300 ლარი + დაზღვევა (გამოსაცდელი ვადის შემდეგ გაზრდის პერსპექტივით) გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი, 10:00-18:00 სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, ომარ ხიზანიშვილის ქ. N7, მეტრო "ახმეტელის თეატრის" მიმდებარე ტერიტორია. დაინტერესებულმა პირებმა გთხოვთ გამოაგზავნოთ რეზიუმე (CV) ელფოსტაზე: info@gldanimall.ge და გთხოვთ გადმოგზავნისას მიუთითოთ მიმდინარე ვაკანსიის დასახელება - "ადმინისტრაციული მენეჯერი", ან დაგვიკავშირდით ნომერზე - 511 222 244.

განაცხადის გაგზავნა →