← ყველა ვაკანსია

მომხმარებლებთან ურთიერთობის მენეჯერი

m² უკვე 18 წელია საქართველოში ქმნის კომფორტული ცხოვრების ახალ, თანამედროვე სტანდარტს. კომპანიას მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს ქვეყნის უძრავი ქონების ბაზარზე, რაც განპირობებულია მისი გუნდის მაღალი პროფესიონალიზმითა და ინოვაციური მიდგომებით. გადადი ბმულზე https://m2.ge/ და გაიგე მეტი კომპანია m²-ზე. ხოლო თუ მუდმივად ეძებ საქმის გაუმჯობესების შესაძლებლობას, იჩენ ინიციატივას და შენთვის ცვლილებები საინტერესო გამოწვევაა მაშინ შემოუერთდით m²-ის გუნდს! კომპანია m² აცხადებს ვაკანსიას მომხმარებლებთან ურთიერთობის მენეჯერის პოზიციაზე. ძირითადი მოვალეობები: ** პირველადი კომუნიკაცია ახალ მომხმარებელთან; ** შემოსული ზარების/მოთხოვნების დროული კოორდინაცია/შესრულება; ** მომხმარებლების ელექტრონული ბაზების მართვა; ** მომხმარებლებთან ხელშეკრულების გაფორმება; ** მომხმარებლებთან კომუნიკაცია სოციალური მედიის საშუალებით; ** საჭიროების შემთხვევაში, ბინების, გადახდის გრაფიკისა და მომხმარებლის ცვლილება; ** მომხმარებლებთან შეხვედრების ორგანიზება სამშენებლო ობიექტზე; ** ბინის ჩაბარების პროცესის უზრუნველყოფა საკვალიფიკაციო ცოდნა და უნარები: ** უმაღლესი განათლება; ** მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 2-წლიანი გამოცდილება; ** ინგლისური ენის ცოდნა - B2 დონე; ** დროის ეფექტურად მართვის უნარი; ** გუნდის პასუხისმგებლობის გაზიარების და მხარდაჭერის უნარი; ** პრობლემების იდენტიფიცირების და ანალიზის უნარი; ** ეფექტური წერითი და ვერბალური კომუნიკაციის უნარი; ** მოქნილობა ცვლილებების მიმართ; ** MS Office. თუ თვლით, რომ აკმაყოფილებთ ვაკანსიის მოთხოვნებს და გაქვთ სურვილი შემოუერთდეთ m²-ის გუნდს, გთხოვთ 10 ოქტომბრამდე გამოაგზავნოთ CV ელექტრონულ მისამართზე: jobs@m2.ge და წერილის სათაურში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება - "მომხმარებლებთან ურთიერთობის მენეჯერი". ვაცხადებ თანხმობას ჩემი პერსონალური მონაცემები დაამუშაოს შპს "მ2 ჯგუფმა" (ს/კ: 404499431) არსებულ/სამომავლო ვაკანსიის მოთხოვნებთან კანდიდატის შესაბამისობის დადგენისა და დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნით. დამუშავებული პერსონალური მონაცემები შეინახება არაუმეტეს 5 წლის ვადით. ჩემთვის ცნობილია "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონით გათვალისწინებული ჩემი უფლებების შესახებ. რეზიუმეს გამოგზავნით, ვადასტურებ, რომ ვეთანხმები ზემოთ აღნიშნულ პირობებს.

განაცხადის გაგზავნა →