← ყველა ვაკანსია

საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი

m² უკვე 18 წელია საქართველოში ქმნის კომფორტული ცხოვრების ახალ, თანამედროვე სტანდარტს. კომპანიას მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს ქვეყნის უძრავი ქონების ბაზარზე, რაც განპირობებულია მისი გუნდის მაღალი პროფესიონალიზმითა და ინოვაციური მიდგომებით. გადადი ბმულზე https://m2.ge/ და გაიგე მეტი კომპანია m²-ზე. ხოლო თუ მუდმივად ეძებ საქმის გაუმჯობესების შესაძლებლობას, იჩენ ინიციატივას და შენთვის ცვლილებები საინტერესო გამოწვევაა მაშინ შემოუერთდით m²-ის გუნდს! კომპანია m² აცხადებს ვაკანსიას საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერის პოზიციაზე. ძირითადი მოვალეობები: ** კომპანიის PR და საკომუნიკაციო აქტივობების დაგეგმვასა და განხორციელებაში მონაწილეობა; ** კომპანიის საქმიანობისა და პროექტების შესახებ საკომუნიკაციო კონტენტის მომზადება სხვადასხვა აუდიტორიისა და არხისთვის; ** მედიისთვის პრესრელიზების, განცხადებების, საინფორმაციო მასალებისა და სხვა PR კონტენტის შექმნა; ** კომპანიის წარმომადგენლებისთვის ინტერვიუებისა და საჯარო გამოსვლებისთვის საჭირო ინფორმაციისა და საკომუნიკაციო მასალების მომზადება; ** მედია საშუალებებთან და ჟურნალისტებთან პროფესიული ურთიერთობების განვითარება და შენარჩუნება; ** მედია აქტივობების, მათ შორის ინტერვიუების, სატელევიზიო სიუჟეტებისა და გადაღებების ორგანიზაციული მხარდაჭერა; ** მედია გაშუქების შინაარსის შეფასება და მონიტორინგი; ** PR ღონისძიებების, პრესკონფერენციების, პრეზენტაციების, მედია ტურებისა და სხვა საკომუნიკაციო ღონისძიებების დაგეგმვასა და განხორციელებაში მონაწილეობა; ** ღონისძიებებისა და მედიააქტივობებისთვის საჭირო საინფორმაციო, ვიზუალური და სხვა მასალების მომზადების კოორდინაცია; ** ღონისძიებების მიმდინარეობისას ჩართული მხარეების კომუნიკაციისა და საორგანიზაციო საკითხების მხარდაჭერა; ** სააგენტოებთან, გადამღებ ჯგუფებთან და სხვა გარე პარტნიორებთან სამუშაო კომუნიკაციის წარმოება; ** PR საქმიანობასთან დაკავშირებული შიდა დოკუმენტაციის, ანგარიშებისა და ოფიციალური კორესპონდენციის მომზადება; ** PR და საკომუნიკაციო პროექტებისთვის საჭირო გარე მომსახურებების შესყიდვის პროცესში მონაწილეობა, მათ შორის ტექნიკური დავალებების მომზადება; ** სააგენტოებთან და მომსახურების სხვა მიმწოდებლებთან ურთიერთობის მართვა და შესრულებული სამუშაოების კონტროლი; ** წლიური და მიმდინარე PR გეგმის შესრულების მხარდაჭერა და დაგეგმილი აქტივობების ვადების კონტროლი; ** PR კალენდრის მართვა, აქტივობების დაგეგმვა და მასში მიმდინარე ცვლილებების დროული ასახვა. საკვალიფიკაციო ცოდნა და უნარები: ** უმაღლესი განათლება; ** მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 2-წლიანი გამოცდილება; ** ინგლისური ენის ცოდნა - B2 დონე; ** დროის ეფექტურად მართვის უნარი; ** გუნდის პასუხისმგებლობის გაზიარების და მხარდაჭერის უნარი; ** პრობლემების იდენტიფიცირების და ანალიზის უნარი; ** ეფექტური წერითი და ვერბალური კომუნიკაციის უნარი; ** მოქნილობა ცვლილებების მიმართ; ** MS Office. თუ თვლით, რომ აკმაყოფილებთ ვაკანსიის მოთხოვნებს და გაქვთ სურვილი შემოუერთდეთ m²-ის გუნდს, გთხოვთ 10 ოქტომბრამდე გამოაგზავნოთ CV ელექტრონულ მისამართზე: jobs@m2.ge და წერილის სათაურში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება - "საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი". ვაცხადებ თანხმობას ჩემი პერსონალური მონაცემები დაამუშაოს შპს "მ2 ჯგუფმა" (ს/კ: 404499431) არსებულ/სამომავლო ვაკანსიის მოთხოვნებთან კანდიდატის შესაბამისობის დადგენისა და დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნით. დამუშავებული პერსონალური მონაცემები შეინახება არაუმეტეს 5 წლის ვადით. ჩემთვის ცნობილია "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონით გათვალისწინებული ჩემი უფლებების შესახებ. რეზიუმეს გამოგზავნით, ვადასტურებ, რომ ვეთანხმები ზემოთ აღნიშნულ პირობებს.

განაცხადის გაგზავნა →