← ყველა ვაკანსია

პრისეილერი/სავაჭრო აგენტი

სმოტორსი · კახეთი

კომპანია "სმოტორს" აცხადებს ვაკანსიას პრისეილერის (სავაჭრო აგენტის) პოზიციაზე ავტონაწილების და საცხებ-საპოხი მასალების მიმართულებით კახეთის რეგიონებში. ჩვენ ვეძებთ ენერგიულ და კომუნიკაბელურ თანამშრომელს, რომელსაც შეუძლია კომპანიის გაყიდვების ქსელის განვითარება რეგიონულ დონეზე. ძირითადი მოვალეობები: ** რეგიონში არსებული ავტო-სერვისების, სერვის ცენტრების, ხელოსნების და ავტონაწილების მაღაზიების აქტიური მონახულება (მარშრუტის მიხედვით). ** კომპანიის პროდუქციის (ბრენდული ავტონაწილები, ზეთები, საპოხი მასალები, ფილტრები, ანტიფრიზები) პრეზენტაცია და გაყიდვა. ** ახალი სავაჭრო ობიექტების მოძიება, კლიენტთა ბაზის მუდმივი გაფართოება და გრძელვადიანი თანამშრომლობის ჩამოყალიბება. ** შეკვეთების მიღება, გაფორმება და მიწოდების პროცესის კოორდინაცია. ** ობიექტებზე არსებული ნაშთების კონტროლი, მოთხოვნადი ნაწილების/ზეთების იდენტიფიცირება და ასორტიმენტის სწორად შეთავაზება. ** კლიენტების დებიტორული დავალიანებების (ნაღდი და უნაღდო ანგარიშსწორების) მკაცრი კონტროლი. ** კონკურენტების ფასების, აქციებისა და ბაზრის ტენდენციების მუდმივი მონიტორინგი. საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ** მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 2-წლიანი გამოცდილება (სასურველია გამოცდილება ავტონაწილების ან ზეთების გაყიდვებში). ** ავტონაწილების ჯგუფებისა და საცხებ-საპოხი მასალების სპეციფიკაციის საბაზისო ცოდნა. ** მართვის მოწმობა (B კატეგორია) და საკუთარი ავტომობილი (სასურველია). ** მოლაპარაკებების წარმოების, არგუმენტირებული მსჯელობისა და კლიენტის დარწმუნების უნარი. ** ეფექტური დროის მენეჯმენტი, დამოუკიდებლად მუშაობისა და რეგიონში ხშირი გადაადგილების მზაობა. რას გთავაზობთ ჩვენ: ** სტაბილურ და მზარდ ანაზღაურებას: ფიქსირებული ხელფასი + ბონუსი გაყიდვებიდან (გეგმის შესრულების მიხედვით). ** საწვავით უზრუნველყოფა; ** კორპორაციულ მობილურ ნომერსა და სასაუბრო ლიმიტს. ** მეგობრულ სამუშაო გარემოს და კარიერული ზრდის რეალურ შესაძლებლობას. თუ თვლით, რომ თქვენი კანდიდატურა შეესაბამება აღნიშნულ მოთხოვნებს, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) ქართულ ენაზე შემდეგ ელფოსტაზე: cv@smotors.ge სათაურის ველში (Subject) აუცილებლად მიუთითეთ: სავაჭრო აგენტი/პრისეილერი კახეთის მიმართულებით კომპანია "სმოტორსი" უზრუნველყოფს თანაბარ შესაძლებლობებს ყველა კანდიდატისთვის მიუხედავად მათი სქესის, რელიგიური აღმსარებლობის, რასის, წარმომავლობისა თუ პოლიტიკური შეხედულებებისა. დავუკავშირდებით მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს. გისურვებთ წარმატებას!

განაცხადის გაგზავნა →