← ყველა ვაკანსია

საწყობის მენეჯერი ავტონაწილების მიმართულებით

სმოტორსი

"სმოტორს" აცხადებს ვაკანსიას საწყობის მენეჯერის (ავტონაწილების მიმართულებით) პოზიციაზე. ადგილმდებარეობა: თბილისი, ვარკეთილი სამუშაო გრაფიკი: სრული ძირითადი მოვალეობები: ** ავტონაწილების საწყობის ყოველდღიური ოპერაციების სრული მართვა და კონტროლი. ** ახალი პროდუქციის მიღება, კატალოგებთან შედარება, კოდების (არტიკულების) გადამოწმება და დასაწყობება. ** მარაგების ოპტიმალური განლაგება ავტომობილის მარკებისა და ნაწილების კატეგორიების მიხედვით (სწრაფი ძებნისთვის). ** ონლაინ და ფიზიკური შეკვეთების დროული, ზუსტი დაკომპლექტება და გაცემა საბითუმო და საცალო ქსელისთვის. ** მარაგების ნაშთების მუდმივი კონტროლი, დეფიციტური ნაწილების იდენტიფიცირება და შესყიდვების გუნდისთვის ინფორმაციის მიწოდება. ** პერიოდული და გეგმური ინვენტარიზაციის პროცესში ჩართულობა. ** საწყობის თანამშრომლების მუშაობის კოორდინაცია და სამუშაო დისციპლინის კონტროლი. ** წუნდებული (დეფექტური) ან დაბრუნებული ავტონაწილების აღრიცხვა და შესაბამისი პროცედურების მართვა. საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ** უმაღლესი განათლება ან ლოგისტიკის მიმართულებით მუშაობის გამოცდილება. ** საწყობის მენეჯერად მუშაობის გამოცდილება (სასურველია ავტონაწილების ან ტექნიკური პროდუქციის სფეროში). ** საწყობის აღრიცხვის პროგრამების სამუშაო დონეზე ცოდნა. ** დიდი მოცულობის ინფორმაციასთან და მრავალფეროვან ასორტიმენტთან მუშაობის უნარი. ** გუნდის მართვის, ორგანიზებულობისა და მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა. რას გთავაზობთ: ** სტაბილურ სამუშაოს მზარდ კომპანიაში. ** ბონუსურ სისტემას (ინვენტარიზაციის შედეგებისა და გეგმის შესრულების მიხედვით). ** ფასდაკლებას კომპანიის პროდუქციაზე. დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) ელექტრონულ მისამართზე: cv@smotors.ge და სათაურის ველში (Subject) მიუთითეთ პოზიციის დასახელება: "საწყობის მენეჯერი" კომპანია "სმოტორსი" უზრუნველყოფს თანაბარ შესაძლებლობებს ყველა კანდიდატისთვის მიუხედავად მათი სქესის, რელიგიური აღმსარებლობის, რასის, წარმომავლობისა თუ პოლიტიკური შეხედულებებისა. დავუკავშირდებით მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს. გისურვებთ წარმატებას!

განაცხადის გაგზავნა →