← ყველა ვაკანსია

სხვადასხვა

საქართველოს საერთაშორისო უნივერსიტეტი ჯიუ

"საქართველოს საერთაშორისო უნივერსიტეტი ჯიუ" აცხადებს ვაკანსიებს შემდეგ პოზიციებზე: ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის მენეჯერი, ანაზღაურებადი სტაჟირება სტუდენტებთან და კურსდამთავრებულებთან ურთიერთობისა და კარიერული მხარდაჭერის სამსახურში 1) ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის მენეჯერი სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი სამუშაო პირობები: ** სამუშაო გრაფიკი: სრული განაკვეთი; ** გამოსაცდელი ვადა: 3 თვე; ** ანაზღაურება: შეთანხმების საფუძველზე. ხარისხის უზრუნველყოფის მენეჯერის ძირითადი ფუნქციები და მოვალეობები: ** ხარისხის უზრუნველყოფის შიდა და გარე მექანიზმების შემუშავების, დანერგვის, განხორციელებისა და მათი ეფექტიანობის შეფასების ხელშეწყობა; ** ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ყოველდღიური საქმიანობის ადმინისტრაციული და ტექნიკური მხარდაჭერა; ** სწავლა-სწავლების, სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობისა და აკადემიური პერსონალის პროფესიული განვითარების ხარისხის უზრუნველყოფის პროცესებში მონაწილეობა; ** საგანმანათლებლო პროგრამების შემუშავების, განვითარების, მოდიფიცირებისა და პერიოდული შეფასების პროცესში მონაწილეობა; ** საგანმანათლებლო პროგრამების ყოველწლიური შეფასების პროცესის ორგანიზაციული და ტექნიკური მხარდაჭერა; ** სასწავლო პროცესის მიმდინარეობის პერიოდული მონიტორინგი; ** სტუდენტების, კურსდამთავრებულების, აკადემიური და მოწვეული პერსონალის, დამსაქმებლებისა და სხვა დაინტერესებული მხარეების გამოკითხვების დაგეგმვა და ორგანიზება; ** ავტორიზაციისა და აკრედიტაციის პროცესების დაგეგმვასა და განხორციელებაში მონაწილეობა; ** ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის წლიური სამოქმედო გეგმისა და წლიური ანგარიშის მომზადებაში მონაწილეობა; ** ხარისხის უზრუნველყოფის საკითხებზე სტრუქტურულ ერთეულებთან კოორდინაცია და შესაბამისი ინფორმაციის დროული გაცვლა; ** ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ფარგლებში დაგეგმილი შეხვედრების ორგანიზება; ** უშუალო ხელმძღვანელის მიერ, კომპეტენციის ფარგლებში, განსაზღვრული სხვა მიმდინარე დავალებების შესრულება. საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ** არანაკლებ ბაკალავრის აკადემიური ხარისხი; ** უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ადმინისტრაციულ ან ხარისხის უზრუნველყოფასთან დაკავშირებულ პოზიციაზე მუშაობის არანაკლებ 1-წლიანი გამოცდილება; ** საქართველოს უმაღლესი განათლების სფეროს მარეგულირებელი მოთხოვნების, ავტორიზაციისა და აკრედიტაციის პროცესების ცოდნა; ** საგანმანათლებლო დოკუმენტაციის დამუშავებისა და ტექნიკური გადამოწმების უნარი; ** რაოდენობრივი და ხარისხობრივი მონაცემების დამუშავების, ანალიზისა და შეფასების უნარი; ** ინგლისური ენის ცოდნა არანაკლებ B2 დონეზე; ** საოფისე პროგრამების - Microsoft Word, Excel, PowerPoint კარგი ცოდნა; პიროვნული უნარ-ჩვევები: ** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა; ** დროის ეფექტურად მართვის უნარი; ** დეტალებზე ორიენტირებულობა და სიზუსტე; ** ანალიტიკური აზროვნება და პრობლემის გადაჭრის უნარი; ** ეფექტური წერილობითი და ზეპირი კომუნიკაციის უნარი; ** გუნდური მუშაობისა და სტრუქტურულ ერთეულებთან კოორდინაციის უნარი; ** პუნქტუალურობა და კონფიდენციალური ინფორმაციის დაცვის პასუხისმგებლობა. 2) ანაზღაურებადი სტაჟირება სტუდენტებთან და კურსდამთავრებულებთან ურთიერთობისა და კარიერული მხარდაჭერის სამსახურში სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი ფუნქცია-მოვალეობები: ** სტუდენტებთან და კურსდამთავრებულებთან ურთიერთობისა და კარიერული მხარდაჭერის სამსახურის საქმიანობის ადმინისტრაციული, საინფორმაციო, საკომუნიკაციო და ტექნიკური მხარდაჭერა სტუდენტებისა და კურსდამთავრებულებისთვის დასაქმების, სტაჟირების, პრაქტიკისა და კარიერული შესაძლებლობების შესახებ ინფორმაციის მოძიება და გავრცელება; ** დასაქმების ფორუმების, კარიერული შეხვედრების, ტრენინგებისა და სხვა კარიერული ღონისძიებების ორგანიზების პროცესში ადმინისტრაციული მხარდაჭერა; ** ღონისძიებებისთვის საჭირო საკომუნიკაციო მასალების, სიების, მოსაწვევებისა და სხვა დოკუმენტაციის მომზადება; ** დამსაქმებელ ორგანიზაციებთან კომუნიკაციისა და თანამშრომლობის პროცესში მხარდაჭერა; ** სხვადასხვა სპორტული, კულტურული, საგანმანათლებლო და ექსტრაკურიკულური ღონისძიების ორგანიზების პროცესში მხარდაჭერა; ** სამსახურის თანამშრომლებისთვის ყოველდღიური საქმიანობის განხორციელებაში სხვა ადმინისტრაციული და ტექნიკური მხარდაჭერის გაწევა; ** ხელმძღვანელის სხვა დავალებების შესრულება კომპეტენციის ფარგლებში საკვალიფიკაციო მოთხოვნები და უნარ-ჩვევები: ** უმაღლესი განათლება ან დამამთავრებელი კურსის სტუდენტი; ** ინგლისური ენის ცოდნა - მინიმუმ B2 დონე (სავალდებულო); ** MS Office პროგრამების ცოდნა/ტექნიკური უნარ ჩვევები ** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და ორგანიზებულობა. დაინტერესებულმა აპლიკანტმა გამოაგზავნეთ რეზიუმე/CV მეილზე: hr@giu.edu.ge გთხოვთ, სათაურის ველში (subject) მიუთითოთ შესაბამისი ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.

განაცხადის გაგზავნა →