მზარეული
აურუმი · ბორჯომი, ბაკურიანი
Auroom Bakuriani Resort აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე: მზარეული, ზამთრის სეზონისთვის.
Auroom Bakuriani Resort ეძებს გამოცდილ, პროფესიონალ და პასუხისმგებლიან მზარეულს, რომელიც შეუერთდება ჩვენი სასტუმროს რესტორნის გუნდს ზამთრის სეზონზე.
სამუშაო ადგილი: ბაკურიანი, Auroom Bakuriani Resort
თუ გაქვს კულინარიაში გამოცდილება, გიყვარს ქართული და ევროპული სამზარეულო და შეგიძლია დატვირთულ გარემოში ხარისხიანად მუშაობა — გელოდებით ჩვენს გუნდში!
ძირითადი მოვალეობები:
ქართული და ევროპული სამზარეულოს კერძების მომზადება;ხინკლის მომზადება და მოხვევა ჩაითვლება მნიშვნელოვან უპირატესობად;მენიუს შესაბამისად კერძების ხარისხიანად და დროულად მომზადება;პროდუქტების სწორად დამუშავება და შენახვა;კერძების გემოს, ხარისხისა და ვიზუალური სტანდარტის უზრუნველყოფა;სამზარეულოში სისუფთავისა და ჰიგიენის სტანდარტების დაცვა;პროდუქტების რაციონალური გამოყენება და დანაკარგების კონტროლი;სამზარეულოს გუნდთან ეფექტური თანამშრომლობა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
მზარეულის პოზიციაზე მინიმუმ 2–3 წლიანი გამოცდილება;სასტუმროს ან რესტორნის სამზარეულოში მუშაობის გამოცდილება;ქართული და ევროპული სამზარეულოს კარგი ცოდნა;ხინკლის მომზადებისა და მოხვევის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;პასუხისმგებლობის გრძნობა და დისციპლინა;სწრაფ და დატვირთულ გარემოში მუშაობის უნარი;გუნდური მუშაობის უნარი;სისუფთავისა და საკვების უსაფრთხოების სტანდარტების დაცვა.
ჩვენ გთავაზობთ:
სეზონურ სამუშაოს 4 ვარსკვლავიან Auroom Bakuriani Resort-ში;კონკურენტულ ანაზღაურებას;კვებას;საცხოვრებელს;სტაბილურ სამუშაო გარემოს ზამთრის სეზონის განმავლობაში;პროფესიონალურ გუნდთან მუშაობას;კარგი მუშაობის შემთხვევაში თანამშრომლობის გაგრძელების შესაძლებლობას.
დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ გამოგზავნოთ CV: vacancy@pmg.com.ge
შეუერთდი Auroom-ის გუნდს და გაატარე ზამთრის სეზონი ბაკურიანში!